ორშაბათი, მარტი 3, 2025

რა თქვა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა ექიმმა პროცესზე

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს 28 თებერვალს წარუდგინა.

გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

„მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან, – ამის შესახებ ქეთევან ლობჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა მისი ქმედებების გარშემო და აღნიშნა, რომ პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანთან, როგორც არა მკურნალ ექიმს, არამედ მორიგე ექიმს ჰქონდა შეხება და მას მხოლოდ 1 გრამი ანტიბიოტიკი გაუკეთა.

„მე თანაზიარი ვარ თქვენი შვილის [გარდაცვალების], მე პირადად მქონდა მასთან შეხება. ზოგადად, მე ვარ ექიმი-თერაპევტი, მანამდე ვმუშაობდი განყოფილებაში, როცა კოვიდპანდემია დაიწყებოდა, პირველივე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე აქ არის, ჩვენ გვქონდა დიდი კონფლიქტი, რადგან სიკვდილის წინაშე ვიყავი, მე მყავს ორი არასრულწლოვანი, მათ გვერდით დავდექი, ჩემი ქვეყნის, ჩემი პაციენტების გვერდით. ანაზღაურება მქონდა სამარცხვინო, თუმცა, ეს ჩემთვის არაფერია, ვიდექი მათ გვერდით. მინდა გითხრათ, როცა კოვიდ განყოფილებად გადავკეთდით, ჩვენ მორიგე ექიმებად გადავედით, მე პაციენტებთან საათობრივი შეხება მქონდა. რაც შეეხება თქვენს შვილს, საოცარ ვაჟკაცს, ამაზეც პატარა სიტყვას გეტყვით, როცა მკურნალ ექიმად თვლით ადამიანს, როცა ვიღებ პაციენტს, გაწერის ბოლომდე მე ვარ პასუხისმგებელი ყველა ნიუანსზე, მაგრამ მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან… სხვებს შეიძლება ბევრი მორიგეობა ჰქონდათ, მე ეს არ შემეძლო ფიზიკურად, თქვენ ვერ ხვდებით, ჩანაჭდევები კვირაობით არ ამომდიოდა, ყველაფერში შეფუთულები ვიყავით – ვერ ვსუნთქავდით, ვერ ვჭამდით, რობოტებივით დავდიოდით, ეს იყო საბრძოლო პირობები…

ქალს ბევრი შეუძლია, შეიძლება კაცმა ვერც შეძლოს, რაც ჩვენ შეგვიძლია, რადგან იმ ადამიანების თვალებს ვუყურებდით, რომლებიც სიკვდილის შიშით იყვნენ ანთებულები, ჩვენ მათთვის ყველაფერს ვაკეთებდით. მე მკურნალი ექიმი არ ვიყავი, მე ვიყავი რიგითი, მორიგე ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სადოქტოროს ვიცავდი, მე მორიგე ექიმი ვიყავი, მაგრამ სრულიად ამაყი, რომ შემეძლო ამ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი ისევე, როგორც ჩემი კოლეგების და ასევე პაციენტების, ჩემთვის მთავარია ხალხი. თერაპიულ განყოფილებაში მხოლოდ 2-ჯერ მქონდა დღის მორიგეობა, სხვამ მიიღო პაციენტი, 12-ში და 14-ში, რამდენიმე საათით მქონდა… ჩემს არასრულწლოვან შვილებს ახლა გაურთულდათ ვირუსი, ყელ-ყურმა ანალიზიც არ გაგვაკეთებინა, ისე დავიწყეთ, 7-7 დღე მივიღეთ ზუსტად იმ წამლის ანალოგი, რაც იმ დღეს დავიწყე, მინდა გულწრფელები ვიყოთ თქვენს მიმართ. ბოდიში ჩემი ემოციურობისთვის, განყოფილების ხელმძღვანელიც ინფორმირებული იყო და მასთან შეთანხმებით, სრულიად საფუძვლიანად, რაც გაიდლაინშია მოთავსებული – ყველაზე უმტკივნეულო მედიკამენტი, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ 1 გრამი „ცეპეფინი“ გაკეთდა, ჩემს შვილებს ახლა 7-7 დღე ეძლეოდათ.

მას შემდეგ პაციენტთან შემხებლობა არ მქონია, ის ისევ დაყოვნდა თერაპიულ განყოფილებაში, მე აღარ მქონდა მორიგეობები, შემდეგ კარგა ხანი იყო რეანიმაციაში… სრული ნუსხა გავაკეთე ამ ბიჭისთვის, რომ ერთი წამი არ დაკარგულიყო, თუმცა, მე 14-ში საღამოს შემდეგ, ამ პაციენტთან შემხებლობა აღარ მქონია, არ ვიცი შემდეგ როგორი რეაგირება მოჰყვა, რომ აღნიშნავთ, მკურნალი ექიმიო, მე მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავი. წამოვიდა ბაქტერია? დავნიშნე ის 1 გრამი, ჩათვალეთ ეკვივალენტია 1 აბი ანტიბიოტიკის, დავნიშნე, რადგან მე ექიმი ვარ… სრულიად საფუძვლიანად, 1 გრამი ანტიბიოტიკი [გაუკეთდა], რაც შეთანხმებული იყო განყოფილების ხელმძღვანელთან, შემდეგ მე უკვე პაციენტთან შემხებლობა არ მქონია“, – განაცხადა ლობჟანიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პირველი საჯარო გამოჩენა: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს აქვეყნებენ

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ვაჟის ფოტოები სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნეს. გიორგი 2023 წელს დაიბადა და წყვილი წელს გოგონას მშობლებიც გახდნენ, რომელსაც ნინა დაარქვეს.ნახეთ ფოტოები ↓

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყარო, სოფელი ძველი ანაგაა.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.ცნობისთვის, მიწისძვრა დედოფლისწყაროში პირველ მარტსაც მოხდა. ეპიცენტრი სოფელი ხირსა გახლდათ.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, ხატია დეკანოიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერის შესახებ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.„რუსთაველზე პატრულის ორი ეკიპაჟი მაჩერებს ვინაობის გადასამოწმებლად. გვაინტერესებს ამ ავტომანქანას ვინ მართავსო და მომცეს 5000-ლარიანი ქვითარი“, - წერს დეკანოიძე.

“ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე – ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი...

შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია."ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო. ახლა მას სურს ამის ისევ გაკეთება. ეს არის სასტიკი და არაადამიანური", – წერს მასკი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – 6 მარტს ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება, ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები

ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება და ამისთვის ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს.„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება, განამტკიცოს და დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე.ამიტომ, აქცენტი არის არა მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე, არამედ მაგალითად, ენერგოსისტემის უზრუნველყოფაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს იყოს ძლიერი და მდგრადი ქვეყანა. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება.ამისთვის, მე 6 მარტს, ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული მიდგომა, მაგრამ ასევე წევრ სახელმწიფოებს სჭირდებათ მეტი ფისკალური სივრცე, რომ განახორციელონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. საქმე ეხება პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ინვესტიციების გაზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, უარესისთვის მომზადება და ამიტომ თავდაცვის გაძლიერება გადამწყვეტია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.აშშ-სთვის მისი გზავნილის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეგიძლია შენს მეზობელთან შეჭრა, დაშინება ან არ შეგიძლია ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის მომავალი ომების თავიდან აცილება, რომ ძალიან ნათელი გავხადოთ, ეს წესები მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიები ერთად დგანან ამისთვის“.

ბოლო სიახლეები