ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

რა თქვა სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.

„ყოველთვის გვსურს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე, აუცილებელი იყო B დივიზიონში დარჩენა. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. ძალიან მომეწონა მოედანზე შესული ფეხბურთელები.

მიქაუტაძე ახლა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, უფრო მაგარიც გახდება. ვიმედოვნებ, რომ უკეთესი სეზონები ექნება და თუ თავის კლუბში ასე თამაშს გააგრძელებს, მაშინ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. გოგლიჩიძე ძალიან მომეწონა, მაგრამ მასთან ერთად, ლოჩოშვილმაც პირველ მატჩში კარგად ითამაშა.

დღეს საბას გვერდით კაშია ჰყავდა და მისი პროფესიონალიზმი უფრო დაეხმარა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დაცვაში სწორი მიმართულებით მივდივართ. საბას სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. ზაფხულში პრიორიტეტი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იქნება. ახალგაზრდები სლოვაკეთში გაემგზავრებიან და ეს მათი გამოცდილებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

რაც შეეხება ბუდუს, ის ნაკრებს კარგად ეწყობა, მაგრამ მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სათადარიგოზე დატოვება შეუძლებელი იყო. მესმის, შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ნაკრებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ვეტყვი, რომ თავიანთ კლუბებში ფორმა შეინარჩუნონ და შანსს აუცილებლად მიიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდების ნაკრებს დავუპირისპირდებოდი.

ესპანეთს ბოლო რამდენიმე წელში ბევრჯერ ვეთამაშეთ და ამიტომ სიახლეებს ვისურვებდი. მაგრამ ამას საბოლოო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. მთავარია მოედანზე მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. 3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, რამაც გაამართლა.

ახლა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება… შესაძლოა, ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები, მეტოქესაც გააჩნია… ამიტომ ბევრი სქემის დალაგებაა საჭირო,“ – განაცხადა მწვრთნელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო – მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მიზეზი, შპს "მაგნატის" უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა გახდა."კურიერს" პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად დაიწყო, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.ამასთან, იგივე მიზეზით, პროკურატურას კომისია დღეს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს, რადგან კომისიის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე გუშინ არც ის გამოცხადდა და კითხვებზე პასუხის გაცემა უარი თქვა.

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელი ევგენია გუცული ქვეყნის დატოვების მცდელობისას კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუცული ანტიკორუფციული უწყების თანამშრომლებმა 72 საათით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოლდოვის ბიურო ავრცელებს.ეს ინფორმაცია დაადასტურა მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის პრესსპიკერმა, ანჯელა სტარინსკიმ. მისი თქმით, უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.მედიის ცნობით, მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მას პოლიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებასა და 2022 წელს კიშინიოვში გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. გუცული ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.გაგაუზიის ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადება უკანონო დაფინანსების საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის დასრულების შესახებ.2024 წელს ევგენია გუცული შეიყვანეს აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო სიაში. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ ის და კიდევ რამდენიმე გაგაუზიელი პოლიტიკოსი მოლდოვაში დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.ცნობისთვის, გაგაუზია რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებით დასახლებული ავტონომიური რეგიონია. ამ რეგიონში ტრადიციულად მხარს უჭერენ რუსეთთან დაახლოებას და ეწინააღმდეგებიან მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

კარგი ამბავი! – 16 წლის მარიამი უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის, კარიერას კი თურქეთში გააგრძელებს

ქართველი კოორდინატორი და თარჯიმანი, მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში ჩასულ ქართველებს ეხმარება სოციალურ ქსელში 16 წლის მარიამ კოხრეიძეზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.„კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მარიამზე! უკვე მის მომავალზეც იზრუნეს, ამ საღამოს ვესაუბრე თურქეთში არსებული „ბაუ ბაჰჩეშერიჰ უნივერსიტეტის დირექტორს. მან პირობა მომცა, რომ მარიამს შეუძლია უფასოდ ისწავლოს „ბაუს“ ბათუმის ფილიალში სტომატოლოგიურზე.მომავალში კი გახდეს ბატონი ალთანის მოსწავლე. მე ვთქვი, რომ ძალიან წარმატებული გოგო გახდება მომავალში, რადგან საახალწლოდ წიგნები ინატრა.სულ იბრწყინე ჩემო ფერია!“, - წერს მედეა იობაშვილი.

მიხეილ ქარელმა საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა – მიხეილ სააკაშვილი დღესაც საშიშია, არათუ მაშინ, მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2024-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელის გამოკითხვა მიმდინარეობს.ქარელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და მას საშიში ადამიანი უწოდა.„ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. გულწრფელად გეტყვით, მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. მე მზად ვარ, თუ დამატებითი კითხვები იქნება, გამოვცხადდე თქვენთან. მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, – განაცხადა ქარელმა.

საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში – მარიამ ლაშხი

საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივ და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, - აღნიშნა ლაშხმა.

ბოლო სიახლეები