სამშაბათი, მარტი 17, 2026

რა თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება, გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-4 კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის ხსენება ეკლესიის დიდი წმინდა მამის, იოანე კიბისაღმწერლისა. იგი ამბობდა, რომ სინანულის ღვაწლს აჩრდილივით თან ახლავს ორი საშიში თანამგზავრი – მოწყინება და სასოწარკვეთილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებას. როგორც საპყრობილეში, ასე იკეტება ამ განწყობაში, ამ ხედვასა და ამ განწყობის ტყვეობაში ექცევა.

სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს, რაც არის ხატება და მსგავსება ღვთისა. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სულში პარალიზებას ახდენს იმ დიდი შემოქმედებითი და ნათელი ძალისა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანის ბუნებას საოცარი ნიჭის სახით.

ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ არა მარტო ჩვენი სინანული, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრება გამსჭვალულია ამ მოწყინებით, სევდითა და სასოწარკვეთილებით. ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ სულ თავს იმდაბლებთ და ყველგან ხედავთ მხოლოდ ცოდვას, ბოროტებას. განა შეიძლება ასე ცხოვრებაო? მაგრამ ეს არის დიდი ცილისწამება ქრისტიანობის მისამართით, ვინაიდან ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ბოროტებას, ეს დიდი ტყუილია! მართალია, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას“, ანუ ეს ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული; და იგივე მოციქული ამბობს, რომ „ნუ შეიყვარებთ ამასოფელს, ნურც ამასოფლიურ რასმე“, მაგრამ ეს არ ეხება იმას, რაც ღვთის არის ამ სამყაროში, ვინაიდან სამყაროა ღვთისა.

ამქვეყნად ბევრი რამ არის ღვთისა, ბევრია სიკეთე და ბევრია სინათლე. სწორედ ამ სინათლეზე ქადაგებს ქრისტიანული სარწმუნოება. სინანულის ღვაწლი ყველაზე უკეთ ხსნის ჩვენში ამ სინათლის ძალას. რა არის ეს სინათლის ძალა? ეს არის ქრისტეს აღდგომის სინათლე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ სიხარულს და ვიცით, რომ ჩვენი ცოდვების ხედვა, მათთან ბრძოლა, ეს არის გზა სიხარულისკენ, რადგან მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას.

დიდმარხვაშიც, ძვირფასო ძმებო და დებო, დედაეკლესია სწორედ ამ სიხარულზე გვასწავლის. თქვენში ჩადებულია ხატება ღვთისა, – გვეუბნებოდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირას. დიდი მარხვის მეორე კვირას ჩვენ გვესმოდა წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომ ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა, მესამე კვირას (გასულ კვირას), ტაძრის შუაგულში გამობრძანებული იყო წმინდა ჯვარი, როგორც საღვთო სიყვარულის დიდი ნიშანი. აი, რა გვაძლიერებს და რა გვიცავს, რა ნიშანს ვატარებთ ჩვენს სხეულზე. და აი, დღესაც, მარხვის მეოთხე კვირასაც, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვირწმუნოთ ღმერთის, გვწამდეს ადამიანის და გვწამდეს იმ სიკეთის, რომელიც ყოველ ადამიანში, ჩვენშია ჩადებული; რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ღმერთისგან გამომავალი მარადიული ნათელი, რომელიც სინანულის გზაზე უნდა გაიხსნას ჩვენში.

დღეს ღირსი იოანე კიბისაღმწერლის მაგალითით, შემდეგ კვირას კი ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითით ეკლესია გვაჩვენებს, თუ რა სულიერ სიმაღლეზე აჰყავს ამ სინათლის ძალას ადამიანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მთელი გულით ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, ვუერთგულოთ ღმერთის, ადამიანისა და სიკეთის ისეთ რწმენას, რომელიც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას – არსებობს გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ? თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, როდესაც არ გინდა, რაღაც იყოს გამჭვირვალე,...

თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი. რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავას.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.„რაც შეეხება ბატონ ბერდია სიჭინავას მიერ დასმულ საკითხებს, არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ. თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი, რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი. ჩვენ გავხსენით სწორედ იმ დროს ჩაკეტილი სამართლებრივი აქტები. თქვენმა პარტიის თავმჯდომარემ და თქვენც იყავით ამის თანამონაწილე, ჩაკეტეთ სამთავრობო აქტების გამჭვირვალობა, რომელიც 2024 წლის 8 თებერვლიდან, ჩემი პრემიერ-მინისტრად საქმიანობის პირველივე დღეს მე გავხსენი. იყავით და გაგეკეთებინათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის

თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც წესდება სანქციები – მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე. შესაბამისი ცვლილებები  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 1000-დან 30 000 ლარამდე იქნება განსაზღვრული. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 30000 ლარით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას

ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია“, – განაცხადა კანცლერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.

იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს

იტალიაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მოქალაქეობის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური ფესვების მქონეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ.  მთავრობამ ეს კანონი 2025 წლის მარტში მიიღო.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, მაგრამ კანონი სავარაუდოდ ძალაში დარჩება.როგორ მუშაობდა ადრე მოქალაქეობის მიღება იტალიაში:იტალიაში 1861 წლიდან მოქმედებდა პრინციპი სისხლის უფლება. ეს ნიშნავდა, რომ:თუ შენი წინაპარი იტალიის მოქალაქე იყო, მაშინ შენც შეგეძლო იტალიის მოქალაქეობის მიღება, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიბადე.ამ წესით მილიონობით ადამიანი (მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები იტალიელების შთამომავლები) ცდილობდნენ იტალიური პასპორტის მიღებას.რას ცვლის ახალი კანონი:ახალი წესებით მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი:მშობელი ან ბებია/ბაბუა დაიბადა იტალიაში და ამ წინაპარს მხოლოდ იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა (არ ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).ანუ: თუ წინაპარი არის დიდი ბაბუა, მაშინ იტალიის მოქალაქეობას ვერ მიიღებთ.ასევე, თუ წინაპარს ორი მოქალაქეობა ჰქონდა, კანონი ამასაც ზღუდავს.

ბოლო სიახლეები