ორშაბათი, ივლისი 7, 2025

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

„ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ… ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში…“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას. დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი, რომელიც გვასწავლის, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ ღვთისთვის მოსაწონი იყოს მისი ლოცვა, რათა ღმერთმა შეისმინოს ადამიანის ლოცვა და თხოვნა შეუსრულოს. მოგეხსენებათ, იმჟამად მთელი პალესტინა დაპყრობილი იყო რომაელების მიერ და ყველა ქალაქში იდგა მათი საჯარისო დანაყოფი. და აი, კაპერნაუმში, რადგან პატარა ქალაქი იყო, მხოლოდ ასეული იდგა. პალესტინაში უკვე ცნობილი იყო იესო ქრისტეს სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ, რომლითაც იგი მრავალ ადამიანს ეხმარებოდა, სიკეთეს უკეთებდა. ამიტომ ასისთავი მიდის მასთან და სთხოვს თავისი მსახურის განკურნებას.

უფალმა უპასუხა: „მე მოვალ შენთან და მას განვკურნავ“ (მთ. 8, 7). ნახეთ, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა ეს ასისთავი, რამაც განაპირობა მაცხოვრის ასეთი პასუხი და ის, რაც შემდგომ აღასრულა. ასისთავი გააოცა მაცხოვრის სიტყვებმა და უთხრა: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემთან სახლში მოხვიდე, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“ (მთ. 8, 8 ). უფალი ასეც მოიქცა და ეს მსახური მაშინვე განიკურნა. შემდეგ მან უთხრა იმათ, ვინც მიჰყვებოდა, ვინც მას ახლდა: „ისრაელშიც კი ვერ ვნახე ასეთი რწმენა” (მთ. 8, 10), როგორიც აქვს ამ წარმართს და უცხოტომელს“. ეს იყო რწმენა, სავსე სიმდაბლით, დიდი მოკრძალებით, რამაც თვით უფალი იესო ქრისტეც გააკვირვა. რა გაკვეთილი გამოგვაქვს ჩვენ? რას ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან? რა თვისებები გამოავლინა ამ ასისთავმა, რომ ასეთი დიდი მადლი მიიღო და ასეთი სასწაული აღუსრულა უფალმა? – ეს იყო მტკიცე რწმენა, დიდი სიმდაბლე, ღვთის წინაშე საკუთარი უღირსების შეგრძნება და სიყვარული, რომელიც მან გამოავლინა თავისი მსახურისადმი. ეს სწორედ ის თვისებებია, რაც საწინდარია იმისი, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, მოგვცეს მადლი და თხოვნა შეგვისრულოს. ერთხელ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამოცდილი მეთევზეები იყვნენ, მთელი ღამე თევზაობდნენ გენესარეთის ტბაში, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. მაშინ მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, სიმონს, უფრო სწორად, შემდგომ პეტრედ წოდებულს:

„შეცურდი უფრო ღრმად და მოისროლე ბადე“ (ლკ. 5, 4), პეტრემ მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვით მოვისვრი ბადეს“ (ლკ. 5, 5). მართლაც, მოშორდა ნაპირს ნავით, მოისროლეს ბადე მან და სხვებმა და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორი ნავი გაავსეს. მაშინ პეტრე მივიდა უფალთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ“ (ლკ. 5, 8 ). როგორ ჰგავს პეტრეს ეს სიტყვები იმას, რაც თქვა ასისთავმა. ორივემ ეს სიტყვები წარმოთქვა დიდი სიმდაბლით, დიდი რწმენით, მოკრძალებით. ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოშობენ ამ განსაკუთრებულ რწმენას. დავფიქრდეთ, ძმებო და დებო, გვაქვს ჩვენ ასეთი რწმენა, როგორც ჰქონდათ ასისთავს და პეტრე მოციქულს, რომელიც მომდინარეობს ასეთი სიმდაბლიდან და მოწიწებიდან?

თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება. მინდა, დღეს შეგახსენოთ საოცარი რწმენის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ბიბლია, ძველი აღთქმა, კერძოდ, მრავალვნებული იობის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე რწმენით ვიღებდეთ. როდესაც გვწამს, რომ ყველა განსაცდელს თუ მწუხარებას, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, აქვს თავისი დაფარულ აზრი და მნიშვნელობა. ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომმოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება: დამლოცე უფალო! წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების.. უფალო შემიწყალე! ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული. დიდება უფალს! ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ. დამეხმარე, უფალო! კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ. მადლობა უფალო! გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. როგორც თავდაცვაში, ისე ქვეყნის აღდგენაში. მომდევნო კვირა ძირითადად იქნება მიძღვნილი სწორედ უკრაინის აღდგენისთვის – ახალი შეთანხმებებისთვის პარტნიორებთან, ასევე დიდწილად – სამართლიანობის აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ 10-11 ივლიის რომში ჩატარდება კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხზე, ასევე 10 ივლისს დაგგემილია ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრება რომიდან.

„კაპიტანი ამერიკა“ ლისაბონში – „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა. ის გუნდმა დღეს წარადგინა.„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა-ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%)...

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი…“ – სალი წვერავა გიორგი ჯობავაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან საქართველოში 7 ივლისს დაბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს.„ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოხატეთ მხარდაჭერა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დროს, ადამიანს არ შეუძლია ერთი კეთილი სიტყვის თქმა! ვინც არ დაინანეთ კეთილი სურვილები, ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყველაფერი. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ... ყველაფერი იქნება კარგად“, - წერს სალი წვერავა.როგორ აღმოჩნდა კლინიკაში და ვინ ეხმარება მას ახლა - ამის შესახებ სალი დეტალურად საუბრობს.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები