სამშაბათი, აპრილი 29, 2025

რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი – რას წერს ბიჭის ნათლია

ცნობილ მსახიობს და “ტიკ-ტოკერს”, თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.

გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

“არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა რო მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან გიო მდივანი. მართალია ცუდი ნათლია ვიყავი მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფერით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რო სულ ჩემ შვილებთან ერთად ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.

მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე მე ბუბუზე  ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუსტბაზე,  ერთ პედიატრთად დაგვყავდა,  ერთ მენიუს უდგენდით ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რო იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო.
ღმერთო  შეხვედრამდე კარგო ბიჭო.

ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.როგორც შენი დედიკო გეუბნეოდა  ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”,-წერს ბიჭის ნათლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები

ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელში არ არის დემოკრატია, დემოკრატია არის წევრ ქვეყნებში.„ჩვენ არ გვჯერა, რომ ბრიუსელი არის ევროპული ღირებულებების გარანტია წევრი ქვეყნებისთვის. ბრიუსელი არ არის დემოკრატიის დამცველი, რომ გვითხრას, რა არის დემოკრატია. ეს საპირისპირო რამ არის. ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები. ბიუროკრატები ბიუროკრატიის მეგობრები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ბრიუსელი არ არის დემოკრატიის გარანტია სლოვაკეთში ან უნგრეთში. ჩვენ უნგრეთში და სლოვაკეთში ვართ ისინი, ვინც ქმნიან ბრიუსელის დემოკრატიულ ბუნებას ბიუროკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის – ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე

„რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება, თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც“, - ეს კითხვა დაუსვა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ უკანასკნელმა კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა და კომისიის მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა.ეკა სეფაშვილმა მნიშვნელოვნად შეაფასა კომისიის მიერ ამ დროისთვის გაწეული საქმიანობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოიკვეთა მაღალი ინტერესი. ეს, მისი თქმით, იმ გამოხმაურებებითაც ჩანს, რაც უკვე მოჰყვა მოსახლეობაში კომისიის საქმიანობას.„დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ზოგადად, თქვენი ხელმძღვანელობით ამ კომისიის მუშაობის ასეთ მაღალ დონეზე წარმართვისათვის. მადლობა თქვენ და კომისიის თითოეულ წევრს, რომელიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად არანორმალური ფსიქოლოგიური დატვირთვის ხარჯზე უძლებთ იმ დიდ წნეხს, რასაც ჰქვია ხელმეორედ ამ საშინელებების პირისპირ მოსმენა და სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც იგებთ ასეთ შემზარავ ფაქტებს, რასაც მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილი პირველად ისმენს, ხოლო ზოგიერთისთვის შეხსენებაა იმ ტკივილის, რაც იმ წლებში განიცადა. ბევრჯერ მკითხა საზოგადოებამ და ჩვენს მომხრეებს, საქართველოს განვითარების მომხრეებს და გულშემატკივარ ადამიანებს აინტერესებთ, როდესაც კომისია მუშაობას დაამთავრებს, რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც.ასევე, მეორე კითხვაც მაქვს. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ დასვეს საკითხი იმის შესახებ, რომ კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით ხომ არ იფიქრებდით რაიმე სპეციალური ღონისძიების ორგანიზებას საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული ელჩების კორპუსისათვის. იმისთვის, რომ სპეციალური ღონისძიება შევთავაზოთ ამ კომისიაზე გამოვლენილი და საზოგადოებისთვის ხელახლა შეხსენებული საზარელი ფაქტების შესახებ, რაც საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა გაიარეს ამ ავადსახსენებელ წლებში და როგორ ცდილობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, 2012 წლის შემდეგაც, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და მავნებლობას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.სეფაშვილის საპასუხოდ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სასურველია, კომისიის დასკვნა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

შალვა პაპუაშვილი – სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს,...

„დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ თამარ კინწურაშვილი მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია.„სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი.გერმანულმა „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს, რომელიც 2005-2009 წლებში იყო სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი, 2010-2013 წლებში სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი დიდხანს არ იფიქრებს ირანის მიმართ ათი წლის წინ გაუქმებული სანქციების აღდგენაზე, თუ ბირთვული შეთანხმება არ გაგრძელდება

საფრანგეთი დიდხანს არ იფიქრებს ირანის მიმართ ათი წლის წინ გაუქმებული სანქციების აღდგენაზე, თუკი ბირთვული შეთანხმება არ გაგრძელდება, – ამის შესახებ საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს განუცხადა.საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არიან, რომლიდანაც აშშ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს გავიდა. ამ შეთანხმებას ვადა 18 ოქტომბერს ეწურება.„ეს სანქციები სამუდამოდ გადაუკეტავს ირანს წვდომას ტექნოლოგიებზე, ინვესტიციებსა და ევროპულ ბაზარზე, რასაც გამანადგურებელი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს არ გვსურს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ირანს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები დღეს, რათა თავიდან აირიდოს უარესი“, – განაცხადა ბარომ.როგორც „როიტერი“ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა ევროპულ სამეულს შეხვედრა პარასკევს რომში შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებას ჯერ პასუხი არ მოჰყოლია.

გახარიას გუნდი წულუკიანის კომისიაზე ხარებას გამოკითხვას ითხოვს

გახარიას გუნდი თეა წულუკიანს მოუწოდებს, ე.წ. კომისიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხაზაზიშვილი გამოკითხოს. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მუხროვანის ამბოხი გაიხსენა, რომელსაც გია კრიალაშვილი შეეწირა.გოგიჩაიშვილის თქმით, 2013 წელს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ივანიშვილის ტელევიზიაში განაცხადა, რომ სისხლიანი სპეცოპერაცია სწორედ ზვიად ხარაზიშვილმა ჩაატარა. პოლიტიკოსის თქმით, ამასვე ამტკიცებდა კრიალაშვილის დაც, რომელიც ამბობს, რომ ხარებამ ამ სპეცოპერაციაში 12 ათასის ოდენობით პრემია აიღო. 2013 წლის 23 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია -  ტვ9-ის გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი ყოფილი სპეცრაზმელი პირდაპირ ხელს ადებს ხარებას და სიტყვა-სიტყვით ამბობს  - „სპეცოპერაცია ჩაატარა სოდის სპეცრაზმმა ზვიად ხარაზიშვილმა კიდე სამ კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაშია. ამ ოთხმა ადამიანმა იმ თვეში 12 000 ლარი პრემია აიღო.“ ხოლო ეს არის ინტერვიუ გია კრიალაშვილის დის, ქალბატონი ლიასი, რომელიც 2014 წლის 3 თებერვლის ამბები.ჯისთან სიტყვა-სიტყვით ამბობს - „მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო. ეს ყველაფერი არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. ოცნების კომისიამ დაიბაროს ხარება, რომლის სახელიც უმძიმეს დანაშაულებთანაა დაკავშირებული. ქალბატონო თეა, მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიშას კიდევ ერთ  სისხლიან ჯალათ ხარებასთან. გაბედე და დაკითხე ხარება. მაგრამ ამ ე.წ. კომისიის მიზანი არ არის სრული სიმართლის ჩვენება მაყურებლისთვის. მათ ეშინიათ სრული სიმართლის, რაც გახარიას დაბარებისას საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

ბოლო სიახლეები