რაჭაში, სოფელ გლოლაში მცხოვრები ნუგზარ ბიჭაშვილი, რომელიც კურორტ შოვთან ახლოს ცხოვრობს, „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს სტიქია ტყის გაჩეხამ გამოიწვია.
„ტრაგედიაა ყველასთვის. ასეთი რამ არ მომხდარა. იმ ხეობაში შემიძლია ჯვარზე დავიფიცო, 40 წელია კაცი არ შესულა, ლობიოს სარიც კი არ მოუჭრია. დღე და ღამე მუშაობენ ბიჭები [მაშველები], ღმერთმა გაუმარჯოთ. ახლა სასწაულს ვერ მოახდენ“, – აცხადებს ადგილობრივი.