ორშაბათი, მარტი 31, 2025

რატომ ტირის ადამიანი ლოცვის დროს და რა ხდება ამ დროს

დიდი ძალა აქვს ლოცვას, მაგრამ ცრემლით ლოცვა, – ეს არის უდიდესი მადლის მატარებელი – ეს სიტყვები უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 2008 წლის ქადაგებიდანაა.

მისი თქმით, როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს!

„მართლაც, მძიმეა ცრემლი და ამავე დროს წმინდაა. წმინდა მამები ამბობენ: როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს.

მახსენდება, ჩვენი პირველი ვიზიტი იერუსალიმში, – დიდი დელეგაციით ვიყავით. როდესაც მაცხოვრის საფლავს მივუახლოვდით, მიმოვიხიდე და დავინახე, რომ ყველა ტიროდა, – ვერავინ იკავებდა ცრემლს. როდესაც გარეთ გამოვედით, ცალ-ცალკე ყველას ვკითხე, რა იყო თქვენი პირველი ლოცვა, რას სთხოვდით უფალს-მეთქი და ყოველმა მათგანმა მიპასუხა: სამშობლოს გადაარჩენა შევავედრეთო…“ – თქვა პატრიარქმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მივეცით აფხაზებთან და ოსებთან ერთად. სრული სუვერენიტეტი კი მიუღწეველია ამ ერთობის აღდგენის გარეშე – თამარ ჩიბურდანიძე

1991 წლის 31 მარტს, როგორც რეფერენდუმის დღეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობას ქართველებთან ერთად ხმა მისცეს აფხაზებმა და ოსებმა, ქვეყნის სრული სუვერენიტეტი კი მიუღწეველია ამ ერთობის აღდგენის გარეშე.„დღეს რეფერენდუმის დღეა. საქართველოს მოსახლეობამ 1991 წლის 31 მარტს ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. მაშინ რეფერენდუმი ჩატარდა მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთშიც და მაშინდელ სამხრეთ ოსეთშიც. ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა ჩვენთან ერთად ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს დღე ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია და სანამ ეს ერთობა არ აღდგება, მანამ ქვეყნის სუვერენიტეტი ვერ იქნება დაცული.დღევანდელი დღე გვახსენებს იმ ბრძოლის ქრონიკებს, რაც გადავიტანეთ გასული საუკუნის ბოლოს და რაც გადაგვაქვს დღეს. რეფერენდუმის შედეგად აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ არ აღმდგარა ჩვენი სუვერენული უფლებები. უფრო მეტიც, ძალიან დიდხანს მოგვიწია ცხოვრება მოჩვენებით დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რეალურად კი ისევ სხვაზე დამოკიდებული ვიყავით. საბედნიეროდ, ეს დრო მთავრდება, მაგრამ ვერ მივაღწევთ სახელმწიფოს სიძლიერეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ერთად დავიწყეთ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ერთად უნდა შევძლოთ სუვერენული სახელმწიფოს აშენება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.ექსპერტი ასევე ეხმიანება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელიც 31 მარტს აღინიშნება.„დღეს ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ყველას გვახსოვს მისი სიტყვები: -„საქართველოს გზა ქრისტეს გზაა, გოლგოთის, ჯვარცმის და გარდაუვალი აღდგომის“.ჩვენ ამ გზას გავდივართ უკვე რამდენი საუკუნეა. ამ გზას მივუყვებით დღესაც და გვჯერა გარდაუვალი აღდგომის!“, - წერს ჩიბურდანიძე.

ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც არის მათ შორის ჩინეთი ურთიერთობები, მათ შორი ეკონომიკურ-საბანკო სფეროში – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის სპეკულაციებზე

ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც ჩინეთში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვიზიტს უკავშირდება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აშშ და ევროკავშირი ცდილობს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.„ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც არის მათ შორის ჩინეთი ურთიერთობები, მათ შორი ეკონომიკურ-საბანკო სფეროში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც თავად შეერთებული შტატები ცდილობს, რომ გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, ევროკავშირი ცდილობს, რომ გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა, გაფორმდა მემორანდუმიც. იყო შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციასთან. წარმატებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოში ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები დაიწყო. ჩინეთთან ურთიერთობას პრობლემად წარმოაჩენენ.

სოზარ სუბარი – კოდორის ხეობა, რომელიც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა

კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.სუბარის თქმით, კოდორის ხეობა მოღალატეობრივად მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა მტერს.„კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993-1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას – იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით. ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც. შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო“, – მიმართა სოზარ სუბარმა კოდორის ხეობის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ემზარ კვიციანს, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.ამასთან, სოზარ სუბარმა კომისიის სხდომების წინა მოსმენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.„გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი უწოდა ბატალიონ „მონადირის“ გაუქმებას. კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს სიტყვა ღალატის მოერიდა და მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული; მეორე, ბატონმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის! უბრალოდ, მართლა იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, ვინც ვრეკავდით და ვაფრთხილებდით ადგილობრივებს, რომ დროზე დაეტოვებინათ ხეობა, რადგან იყო ძალიან დიდი მსხვერპლის საფრთხე. ამ ფორპოსტის, რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა. ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო.საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს. პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.

ემზარ კვიციანი – პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია...

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ, – ამის შესახებ კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.ამასთან, ემზარ კვიციანმა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, 2006 წელს პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.„შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და, მოკლედ, კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-მეთქი, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემათ ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში. მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას.პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“. სიტყვასიტყვით. მას ბევრად დიდი ინფორმაციები ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად კიდევ გაგრძელდეს კოდორის ხეობის შენარჩუნება რამდენიმე წლით, რომ იქნებ გვეღირსოს ისეთი მთავრობა, რომელსაც ენდომება ბოლოსდაბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა უკვე აფხაზებზე. თან აწყობილი იყო ყველაფერი. ნებისმიერ დროს, როცა გინდა, მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავსვამდი და ვალაპარაკებდი. გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რაც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმაო. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ბოლო სიახლეები