ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

რატი იონათამიშვილი: „ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად გადავდგათ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს მოქალაქეებთან შეხვედრებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართულებით.
დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს, დეა გოშხეთელიანს შეხვდა და ოჯახური ძალადობის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში ქალთა უფლებების მდგომარეობას და ზოგადად, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.
„ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად გადავდგათ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები. პარლამენტმა გასულ წელს მოახდინა სტამბოლის კონვენციის – „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ რატიფიცირება, რაც იყო ძალიან სერიოზული ნაბიჯი, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ამ მიმართულებით, სულ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შექმნას გულისხმობს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც გრძნობენ თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, იყვნენ აქტიურები და არ დამალონ მსგავსი დანაშაული. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია საერთო პროცესში. ამით ჩვენ შევძლებთ, როგორც დამდგარი ფაქტების წინაშე მყისიერ რეაგირებას, ასევე, უზრუნველვყოფთ პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს“-განაცხადა რატი იონათამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ლურჯი მოცვის, მშრალი ხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდ ბერიზ“, „კოლხური კენკრა“, „აგრითაჩი“, „გეო აგრო ესთეითი“, „ხონის პლანტაციები“, „ჯეო ორგანიკი“, „ალფაინ სფაისის“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“.გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია დაესწრნენ.გიორგი ავალიანის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოებისთვის. მისი თქმით, წელს გამოფენაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი ცხრა ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.„ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი  მოთხოვნადი და მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი. საქართველოს აქვს როგორც ხარისხის, ასევე სეზონურობის უპირატესობა, რაც ქართულ პროდუქციას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. მსგავსი გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ექსპორტის მოცულობების ზრდის, სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების მდგრადი განვითარებისათვის“, – აღნიშნა გიორგი ავალიანმა.FRUIT LOGISTICA  ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.საერთაშორისო გამოფენა 4 თებერვალს გაიხსნა და 6 თებერვალს დასრულდება.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აბას არაღჩი – შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები 6 თებერვალს მასკატშია დაგეგმილი, მადლობა ომანელ ძმებს ყველა საჭირო ზომის მიღებისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ადასტურებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, ომანის დედაქალაქში გაიმართება.„შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები პარასკევს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე მასკატშია დაგეგმილი. მადლობელი ვარ ჩვენი ომანელი ძმების ყველა საჭირო ზომის მიღებისთვის“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე.მანამდე „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართებოდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – 2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რიცხვიც.„ფრონტის ხაზი თუ გაიყინება და ჩვენ შესაბამის პოზიციებს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი მხრიდან უკვე უზარმაზარი დათმობა იქნება. ამ ომს თუ წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინა ვლადიმერ პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. თუმცა, მისივე თქმით, „ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს შეიძლება მათ ქვეყანაში მოხდეს“.„მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი დარტყმას ყველგან განახორციელებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რაც უფრო ძლიერია ფრანგული დახმარება“, მით უფრო ნაკლებია „შანსი“, რომ ეს ომი საფრანგეთამდე მივიდეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი იასპარეზებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს

მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შემდეგ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებმა მოსკოვზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ.„უკრაინის პოზიცია ნათელია. ომი ნამდვილად უნდა დასრულდეს. რუსეთი ამისთვის მზად უნდა იყოს. პარტნიორებიც მზად უნდა იყვნენ, რომ ეს რეალური გარანტიებით, უსაფრთხოების გარანტიებით და აგრესორზე რეალური ზეწოლის მოხდენით უზრუნველყონ. ეს ახლა უნდა იგრძნობოდეს, უკრაინელმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ვითარება ნამდვილად მშვიდობისა და ომის დასრულებისკენ მიდის და არა რუსეთის მიერ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებისა და თავდასხმების გაგრძელებისკენ. აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, რადგან თუ რაიმე ჯილდო მიენიჭება, რუსეთი საბოლოოდ დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების ფონზე ელოდება, რომ ტყვეების მორიგი გაცვლა მალე მოხდება.„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ მალე ველოდებით სამხედრო ტყვეების გაცვლას. პატიმრები სახლში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები