რაც უფრო მეტს ისაუბრებს ეს უსამშობლო ოპოზიცია არაეულობასა და ქაოსზე, მით უფრო მეტად გამოააშკარავებს საკუთარ რეალურ სახეს, ანუ, უნიათობასა და მოღალატეობრივ ხასიათს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმებს საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია.
„მათი ეს ზრახვები ყოველთვის უშედეგო იყო და ასევე, უშედეგო იქნება, რადგან ამას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ჩვენ საზოგადოებაში. არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მათივე ამომრჩეველში და საბოლოოდ რასაც მიაღწევენ არის ის, რომ პოლიტიკურად გაკოტრდებიან საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების თვალშიც კი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.