კვირა, ივლისი 6, 2025

რატი იონათამიშვილი-რატომ ვუჭერ მხარს გენდერული კვოტირების საკითხს?

რატომ ვუჭერ მხარს გენდერული კვოტირების საკითხს? -ამის შესახებ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს

,,არაერთხელ მითქვამს, რო კვოტირების მექანიზმები დიდად არ მიყვარს, მირჩევნია თითოეული ჩვენთაგანი თანაბარი შესაძლებლობების გარემოში ვცხოვრობდეთ, სადაც გენდერული ნიშნის და ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანაბრად ვისარგებლებთ განათლების, დასაქმების, დამოუკიდებელი გადაადგილების, თუ თვითრეალიზაციის უფლებით.

მაგრამ, როცა ჩვენი უფლებები ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იზღუდება, როცა საზოგადოებაში სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ფონი ჯერ კიდევ ძლიერია, მაშინ ჩვენ, გადაწყვეტილების პირებმა უნდა ავიღოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მივიღოთ ისეთი თამამი და ძლიერი გადაწყვეტილებები, რაც შექმნის სამართლებრივ გარანტიებს და ახლო მომავალში მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას.

მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ სიკეთეს საზოგადოებაში. მეტ მშვიდობას, სამართლიანობას და პასუხისმგებლობას ქვეყანაში. ამიტომ კვოტირება არ არის ჩემი მიზანი, მიზანი თანაბარი გარემოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, უბრალოდ კვოტირების მექანიზმის ამოქმედება თანასწორობისკენ გადადგმულ ყველაზე ეფექტურ ნაბიჯად მგონია ახლა.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო მათ, ვინც საწინააღმდეგო არგუმენტად თუნდაც დღევანდელ პარლამენტში ძლიერი ქალი დეპუტატების ყოფნას ასახელებს… “მათ ხომ მიაღწიეს წარმატებას და სხვა ცვლილებები რაღა საჭიროაო?” ვპასუხობ – მე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ და ჩვენი უფლებების დასაცავად ვიბრძვი. თუმცა მაქვს ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო, ადაპტირებული ტრანსპორტი, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები თავისუფალნი არიან სტერეოტიპებისგან, განათლებაც მივიღე და 17 წლის უწყვეტი სამუშაო სტაჟი მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ შშმ პირთა უფლებები არ ილახება. ჩვენ არ ვგრძნობთ სტიგმას და ცრუ-წარმოდგენებს, ან დისკრიმინაცია რეალური საფრთხე არ არის. პირიქით, როცა არათანაბარ გარემოში ცხოვრობ, არავინ იცის, რამდენი დაბრკოლების, შინაგანი, თუ გარეგანი ხელოვნური წინააღმდეგობის გადალახვა გიწევს იმისთვის, რომ შენი ცხოვრების თოთოეული დღე წარმატებად აქციო. ეს კი აუცილებელია, რადგან თუ ერთხელ მოდუნდი, მერე ყველაფრის თავიდან დაწყება გიხდება.

ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, თუ რა ხდება ჩვენს ხალხში და არა იქიდან, თუ რა ხდება მხოლოდ ჩვენს ირგვლივ. მე როგორი წარმატებულიც არ უნდა ვიყო, ჩემი უფლებები არასდროს იქნება დაცული, თუ ჩვენი უფლებები იქნება შელახული. ჩვენი დამოუკიდებლობა ერთმანეთის წარმატებაზე არის დამოკიდებული. ამიტომ ქალთა უფლებების დაცვა პირდაპირ კავშირშია ჩემს უფლებეთან, ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალთან და საზოგადოებრივ სიკეთეებთან”- წერს რატი იონათამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები