პარასკევი, თებერვალი 28, 2025

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, რამდენად არიან აცდენილი მოქალაქეების დღის წესრიგს, ცოტა ხანში მათგან აღარაფერი დარჩება

რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, თუ რამდენად არიან იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს უკვე საერთოც არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი.

„რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი უკვე უხერხული და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, თუ რამდენად არიან ისინი იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც საქართველოშია და ასევე იმ ინტერესებს, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ. ამ ადამიანებს უკვე საერთო არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი. ახლა იმ პროცესს ვუყურებთ, როცა რადიკალური ოპოზიცია დგას გაარაფრების გზაზე და ცოტა ხანში მათგან აღარაფერი აღარ დარჩება“, – განაცხადა რატი იონატამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკავშირის წარმომადგენლობა – სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების შექმნის მიზნით

სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას.„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

გია ვოლსკი – არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა

არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კახეთში ვიზიტს უკავშირდებოდა.როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის გარდა, არაფერი დაუშავებია.„რასაკვირველია, არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები და სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. თუმცა, როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომლებშიც, სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს უმსგავსობაა, არ ეკადრება ევროკავშირს, მის ელჩს. საქართველოს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ თავის ინტერესებს იცავს. არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას, ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც, თუ რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენისა და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი, მისი საუბარი რას მოიცავს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები, რათა ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი – ყოველ წელს ვხარჯავდით საქართველოში 85-100 მილიონ ევროს, რომლის უდიდესი ნაწილი გადაეცემოდა მთავრობას – ახლა, USAID-ის მიერ დაფინანსების შეჩერების ფონზე, ვცდილობთ გავზარდოთ...

ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა და დაახლოებით 50 პროცენტი მიმართული იყო პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ.„დიდი ნაწილი გადაეცემოდა ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობენ. მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ ფული, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საქართველოს სამინისტროებში მიდიოდა, შეჩერდება და ვცდილობთ, რომ სულ მცირე ამ ფულის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადავამისამართოთ“, - აღნიშნა ელჩმა.მისი თქმით, არსებობს ბევრი სხვადასხვა პროექტი და დიდი თანხა იხარჯება სხვადასხვა აქტივობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომელიც ფოკუსირებულია რეგიონებზე, ადგილობრივი თემების მდგრადობაზე, გარემოს დაცვაზე, თანასწორობაზე, განათლებაზე.„ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ასევე, ჩვენი წევრი სახელმწიფოებიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას და ვიცი, რომ განსაკუთრებით ახლა, USAID-ის გადაწყვეტილების კონტექსტში, შეუჩეროს დაფინანსება 3 თვით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკიდურესად ღირებულ სამუშაოს ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ ეს დახმარება სჭირდებათ და ამიტომ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი დახმარება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია რთულ მდგომარეობაშია კანონმდებლობის, ნარატივების, დაშინების გამო, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

შალვა პაპუაშვილი – დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო

დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.პაპუაშვილს ამ თვალსაზრისით კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.„დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციებზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, ეს...

ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და ყოველი უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, რომ ეს ჩანაწერში აესახა, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო.„2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითიც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობისა და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია.– „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს, – ვპასუხობ მე, – უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად, იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იმავე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს თავის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა.მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ის ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“. ჩვენი საუბრის შემდეგ ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონდმებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო, პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი – გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე. არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზუსტად ამ საბაბით საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითიც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები