კვირა, ოქტომბერი 19, 2025

რატი იონათამიშვილი – პრემიერ-მინისტრის გამოსვლის 80% იყო მომავალზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე

რატი იონათამიშვილი – პრემიერ-მინისტრის გამოსვლის 80% იყო მომავალზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე
დღევანდელი დებატების საფუძველზე საზოგადოებას ექნება საუკეთესო შესაძლებლობა გაარჩიოს ვინ როგორი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით ეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. ერთი მხრივ, ჩვენი მოვისმინეთ კონკრეტული ხედვა ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, მეორე მხრივ კი, მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური კითხვები. პრემიერის გამოსვლის ოთხმოცი პროცენტი იყო მომავალზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე, პარლამენტი, მესამე მოსმენით, კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამ დღეს საბოლოოდ გაირკვევა ვინ დადგება პროგრესული გადაწყვეტილების მხარეს და ვინ აღმოჩნდება პოლიტიკურ აუტსაიდერებში, ვინ შეირცხვენს თავს არა მხლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

„კარლ ჰარცელი ყოველ ჯერზე მიუთითებს მათ 142 მანდატიან მხარდაჭერაზე. კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები შედგეს და ეს მოხდეს სრული მხარდაჭერით. ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ყველა მხარისგან იხილავს ცვლილებების მხარდაჭერას. გერმანიის ელჩი, ვინც იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფასილიტატორი, რომელიც ამათთვის როგორც აღმოჩნდა ყოფილა ვიღაც ელჩი, პირდაპირ ამბობს, რომ ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში და უკვირს, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია. დარწმუნებული ვარ ოპოზიცია იტყვის, რომ აშშ-ელჩიც ცდება და ევროკავშირის ელჩიც ცდება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ეწყინა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში განსაკუთრებულად იყო აღნიშნული.

„უკვე იკადრეს და ვიღაც ელჩი უწოდეს ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერის და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში. ეს მე არ მიკვირს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ეყო უტიფრობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ეთქვა, რომ ამერიკის მთავრობა ცდება, რადგანაც ძალიან ეწყინა, რომ 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო განსაკუთრებულად აღნიშნული, როგორც სანდო, მტკიცე და მყარი. ეს ანგარიში ეწყინა მარტო რუსეთს და ეწყინა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ თავისი მიზნებით ორივე საქართველოს მტერია“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციისთვის აშშ-ს მთავარობა ცდება მაშინ, როდესაც არ მოსწონთ, სტრასბურგის სასამართლოც ცდება მაშინ, როდესაც არ მოსწონთ და თუ ხელისუფლებაში არ არიან დასავლეთი როგორც მათი ლიდერი ამბობს კოლონიალური პოლიტიკით არის შემოფარგლული.

„ალბათ, ამათთვის რუსეთი არ ცდება, როდესაც საქართველოსთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნეგატიურ განცხადებებს აკეთებს და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ამათი კომპეტენცია ეკონომიკაში არის ნული, ამათი კომპეტენცია საგარეო პოლიტიკაში არის ნული, ამათი კომპეტენცია უსაფრთხოების საკითხებში არის ნული, ამათი კომპეტენცია ეროვნულ საკითხებში არის ნული და შესაბამისად, შედეგი არჩევნებზე ამათთვის იქნება ნული. როგორც ახლა ჰქონდათ ერთი სული გასულიყვნენ ამ დარბაზიდან, ისე ექნებათ ერთი სული არჩევნების შემდეგ, რომ წავიდნენ პოლიტიკიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახაური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში

საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობასკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილაუეას ვულკანი, პერიოდულად, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა.

ბოლო სიახლეები