საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი საუბარი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე არის არა მხოლოდ სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ პირდაპირი მოწოდება საქართველოში არეულობისაკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ. ასე გამოეხმაურა ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„ნებისმიერი საუბარი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე არის არა მხოლოდ სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ პირდაპირი მოწოდება საქართველოში არეულობისაკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ. ამიტომ ყველას მოვუწოდებდი, სანამ მსგავსი შინაარსის მოწოდებებს გააკეთებენ, დაფიქრდნენ, რათა არ გახდნენ რადიკალური ჯგუფებისა და ომის პარტიების მონაწილეები“, – აცხადებს იონათამიშვილი.