კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებები“.
იონათამიშვილის თქმით, სააკაშვილი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულზეც საუბარია არა მხოლოდ ქართული სასამართლოების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც.
„კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან. სააკაშვილი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულზეც საუბარია არა მხოლოდ ქართული სასამართლოების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც. ასე რომ, მე ვფიქრობ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცენ იმ ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომლებიც სიტყვით ხშირად თითქოს ემიჯნებიან ხოლმე სააკაშვილს, მაგრამ საქმით ყოველთვის მის მორჩილებაში არიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.