„გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარების კვირეული. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. „პირველი იყო მიხეილ სააკაშვილის აღიარება იმ უმძიმეს დანაშაულებზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი, რითაც ფაქტობრივად დაასრულა ის დისკუსია, რომ თითქოს ის არის პოლიტიკური დევნილი. შემდეგ იყო გვარამიას მხრიდან აღიარება, რომ ოჯახის და სამშობლოს სიყვარული ყოფილა თურმე ავადმყოფობა. მას შემდეგ, რაც დაასახელეს პრემიერობის კანდიდატად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აღიარა, რომ არის მისი თანამოაზრე იმ დანაშაულებებში, რაც აქვს ჩადენილი. ასევე გავიგეთ საინტერესო ფაქტი, რომ ის ასოცირდება მათთვის 500-ევროიან კუპიურასთან და ამის კულმინაცია იყო ბოლოს ჩერგოლეიშვილის აღიარება, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს, რაზეც ჩვენ ყოველთვის მივუთითებდით. ეს არის რეალობა. როგორც ჩანს, ისინი იმდენად არიან ,,აჭრილები” და დაბნეულები, რომ ამ აღიარებითი ჩვენებების მიცემას საზოგადოების წინაშე გააგრძელებენ. დასკვნა ასეთია: ჩვენმა საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა ისინი ჩამოაშორეს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ჰქონდათ ძალიან ბევრი კითხვა და პრეტენზია. ეს პრეტენზიები კიდევ უფრო გაღრმავდა მაშინ, როდესაც არიან უკვე ოპოზიციაში, რადგან მაშინაც და დღესაც ცდილობენ დაძაბულობასა და ესკალაციას გადააყოლონ ჩვენი ქვეყანა. და როგორც მაშინ თქვა უარი ჩვენმა მოსახლეობამ მათ ხელისფლებაში ყოფნაზე , ისე ეტყვის დღეს უარს იმაზეც , რომ ისინი დარჩნენ ოპოზიციაში, რადგანაც ვერცერთ შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებდნენ იმ ვალდებულებას და როლს, რაც უნდა ჰქონდეთ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რა საქმეებიდან არის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე. ის დამნაშავედაა ცნობილი გირგვლიანის საქმეზე; ვალერი გელაშვილის გატაცებისა და წამების საქმეზე; ბრალდებულია 8 მლნ. ლარის ოდენობის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე, ასევე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტვ “იმედში“ შეჭრასა და დარბევაში. ერთადერთი შემთხვევაა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სახელობით არის მოხსენეიებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც დამნაშავე. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ არის გულწრფელი და ობიექტური, საკაშვილის ადვოკატები თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილება. სააკაშვილი შეცდომებს უწოდებს იმ დანაშაულებს, რაც სტრასბურგის სასამართლოშია მითითებული. როდესაც ის მოიხდის სასჯელს (ჯამში მას 11 წელზე მეტი აქვს მისჯილი სხვადასხვა საქმეებზე) და საპატიმროდან გამოვა, ამის შემდეგ ექნება ამის უფლება, თუ ის ოჯახები მისცემენ ამ უფლებას, ვისი წევრების სიცოცხლეც მოსპო და ვინც გააუბედურა თავისი მმართველბის შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა მას შესაძლებლობა, მოეხადა ბოდიში და არა მაშინ, როცა პეიზაჟების ფონზე სეირნობს და არჩევნებამდე 1 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. ამას ამბობს იმიტომ, რომ ფიქრობს, ვიღაცეების გულს ასეთი ფარისევლობით მოიგებს. ეს არის ლუსტრაცია, რომ ბოდიშის მოხადაშიც არ არიან ისინი გულწრფელები. როგორც ხელისუფლებას ჩამოაშორა ჩვენმა საზოგადოებამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია, ისე ჩამოაშორებს ოპოზიციასაც, რადგან ოპოპოზიციაში ყოფნის დროსაც ერთადერთი, რითაც თავს გვამახსოვრებენ, არის დესტრუქცია, რადიკალიზმი, სიძულვილის ენა, რაც ყველა ეტაპზე იყო მათი სავიზიტო ბარათი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი: აღიარებების კულმინაცია იყო ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს
კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას
ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.
„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია
„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.
“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში
ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.
სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.