”ყურადღებით ვეცნობი ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებებს და აუცილებლად მიმაჩნია აღნიშნულ საკითხზე გავაკეთო კომენტარი. ჩვენი ოპონენტების ნაწილის მხრიდან დახატულია აპოკალიფსური სურათი, ხდება პრემიერის განცხადების შინაარსის მიზანმიმართული დამახინჯება და უფრო მეტიც, მათივე ნამოქმედარის დღევანდელი ხელისუფლებისთვის გადმობრალება. ეს ნიშნავს ერთს მხოლოდ ერთს, რომ პრემიერი ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო ოპონენტები საკუთარ ინტერესებზე. ცალსახად მინდა განვაცხადო ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის ისედაც ნათელია, მეკავშირეების გარეშე რომელიმე მხარესთან მოლაპარაკების გამართვა არ იგეგმება. სწორედ ამიტომ იყო გამახვილებული ყურადღება ჟენევის ფორმატზე, რომელიც გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით იმართება და დისკუსიებს, ასევე, ესწრება ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი თანხმდება, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია დიალოგის გარეშე და დიალოგის პროცესში დიპლომატიური ფორმატის გარდა უდიდესი წილი საზოგადოებრივ დიალოგზე მოდის. ამავე დროს, ყველა გონიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის განცხადება ხდება საფუძველი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში შევიდეს, სხვა ქმედებებთან ერთად, სწორედ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის განცხადებამ შეიძლება შექმნას აუცილებელი საერთაშორისო რეზონანსი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაინტერესდეს ამ საკითხით და ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე არსებული ვითარების შეცვლის მიზნით. ამავე დროს, მოახდინოს მსგავსი დანაშაულების პრევენციაც. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მივესალმები ყველა იმ ქართველის, პოლიტიკოსის, ექსპერტის, თუ მოქალაქის განცხადებას, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებიდან არის ნაკარნახევი და რომელთა ერთადერთი მოტივი ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ნანატრი ოცნებაა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის პოლიტიკა, პირველ რიგში, არა პროფესია, ან ამჟამინდელი საქმიანობის სფეროა, არამედ საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფიერება შეიცვალოს, ქვეყანა გამთლიანდეს, ადამიანებს მიეცეთ ცხოვრების და განვითარების ღირსეული საშუალება. ბუნებრივია, ის ადამიანური და ემოციური ფაქტორი, რაც ტატუნაშვილის გარდაცვალებამ გამოიწვია, თითოეულ ჩვენგანზე განსაკუთრებულ ემოციურ ფონს ქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქმედებები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. განცხადების ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნო ტატუნაშვილების ოჯახს და განვუცხადო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მისი ცხედარი საქართველოში იქნას გადმოსვენებული და თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ მისი იმქვეყნად ღირსეული გაცილება”- ნათქვამია რატი იონათამაშვილი განცხადებაში.
რატი იონათამაშვილი: პრემიერი ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო ოპონენტები – საკუთარ ინტერესებზე
ირაკლი კობახიძე – მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა, თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას...
ზუსტად ორი წლის წინ შედგა ჩვენი პარტიის ყრილობა, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებლის რანგში და მან ერთ-ერთი მთავარი განცხადება ამ ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ისაუბრა კორუფციის რისკებზე და იმაზე, რომ აქ საჭირო იყო ჩარევა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად დავკავდით ამ საკითხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.მისივე თქმით, გარკვეული ტენდენციები ამ მიმართულებით 2022 წლის ბოლოდან უკვე იყო და მიმდინარე გამოძიების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს გაღრმავდა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დრო დასჭირდა, მათ შორის იმის გამო, რომ რთული პოლიტიკური ვითარება იყო.„ბევრ საკითხს სჭირდებოდა ჩაღრმავება, გამოძიება, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გავედით შედეგზე. რაც შეეხება წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ბუნებრივია, ამის ბოლომდე გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს და ხვალ აღმოვფხვრათ ასეთი პრაქტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული მექანიზმები. პირველ რიგში ვახსენებ მაგალითად გამჭვირვალობის თემას. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, უკვე თითქმის ორი წელია, 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს მთავრობის აქტებში და თუ ვინმე რაიმე კორუფციის ნიშანს აღმოაჩენს მთავრობის აქტებში, ნებისმიერს შეუძლია, მოგვმართოს კითხვებით. გარდა ამისა, ჩვენ გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის სფეროში, სადაც გამოვლინდა არაერთ ხარვეზი და დღეს პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე. მათ შორის, ჩენ შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც განვავითარეთ, რომ აბსოლუტურად ღიად წარიმართოს ყველა შესაბამისი პროცედურა. თუ ვინმე აღმოაჩენს კორუფციის რაიმე ნიშანს შესყიდვებში, ტენდერებში, განხორციელებულ პროექტებში ხარისხის კუთხით, ხარჯთეფექტიანობის კუთხით, ნებისმიერს შეუძლია, დასვას კითხვები და ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სრულად ვიზრუნებთ ჩვენ როგორც ხარჯთეფექტიანობის, ისე ხარისხის უზრუნველყოფაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის ერთ-ერთი პოტენციური წყარო იყო პრივატიზაცია, რასთან დაკავშირებითაც მიდგომები ასევე შეიცვალა.„მთლიანად ჩავკეტეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, ნებისმიერი შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე და აბსოლუტურად ღია პროცედურით ხდება შესაბამისი ობიექტების შესყიდვა, რაც მთლიანად გამორიცხავს კორუფციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება ნეპოტიზმს, იყო ფიქტიური გაფორმებების პრაქტიკა, ხშირად ამას ჰქონდა თუნდაც სოციალური საფუძველი და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე აქტიურად მუშაობა და იგივე სახელმწიფო საწარმოებში და ასევე სამინისტროებში მთლიანად აღვკვეთეთ ეს პრაქტიკა. მაგალითად, მარტო რკინიგზაში და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურ ჭრილში უკვე დაიზოგა დაახლოებით 60 მილიონი ლარი. რამხელა შეღავათია ეს სახელმწიფოსთვის, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. ბუნებრივია, ეს თანხები ჩაბრუნდება ისევ რკინიგზის, ენერგეტიკის სექტორის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს. წარმოადგინონ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დღეიდან, ხვალიდან და მზად ვართ პასუხების გაცემისთვის და რაც მთავარია, რეაგირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის
როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ორპოლუსიანი სისტემა, ახალ ძალებს, ჯანსაღ, პოტენციურ ძალებს არ აქვთ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება.„ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს არა მარტო საშუალება არ აქვთ, არამედ სურვილიც არ აქვთ, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში. როდესაც სიძულვილის ხარისხი, ზიზღის ხარისხი ასეთი მაღალია პოლიტიკაში, ასეთ ადამიანებს არ უნდათ, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ. როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური ძალებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული
მშვიდობის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა – ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული,“- აღნიშნა პრემიერმა.
მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.აკრძალული მედიკამენტები მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 3 ათასზე მეტი კაფსულა აღმოაჩნდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

