საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უცხოელ დიპლომატებთან დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.
“3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული.” – წერს მინისტრი ფეისბუკში და “სქრინებს” აქვეყნებს.