ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

რატი ბრეგაძე: 26 ოქტომბერს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი პროგრესის ნაცვლად, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად

26 ოქტომბერს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი პროგრესის ნაცვლად, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ეთერში.

მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც აქვს გაცხადებული, რომ სურს სახელმწიფოს, საქართველოს დაზარალება.

„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან მარტივი არჩევანი გასაკეთებელი და ეს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი, პროგრესის ნაცვლად. ასევე, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად. ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე ამ არჩევნებზე? იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ გაცხადებული, რომ სურთ ამ სახელმწიფოს, საქართველოს დაზარალება. ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. მაგალითად სააკაშვილის გარშემო ატეხილი ხმაურის დროსაც ოფიციალურად გამოვლინდა, რომ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. ამას კადრულობდნენ ეს ადამიანები. აი, ხაზარაძეც რომ ავიღოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი სრულიად უსამართლოდ და უსინდისოდ ითხოვდა სახელმწიფოსგან მილიარდ-ნახევარ დოლარს, რაც მაშინ საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი იყო და დავაში გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის ქვეშ აყენებდნენ. მაგრამ მთელ ამ ავანტიურას ავხადეთ ფარდა და საერთაშორისო არბიტრაჟში ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა, რომ ეს კაცი იტყუებოდა და გაიმარჯვა სიმართლემ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლაშა ტალახაძე: 26-ში ყველა ერთად დავამტკიცებთ, რომ “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას

"26-ში ყველა ერთად დავამტკიცებთ, რომ "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა ტალახაძემ გააკეთა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. "ჩვენ, ერთობით შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას და ჩვენი ამომრჩევლის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ვივლით წინ, ევროპისკენ. ხედავთ, რამდენი გულშემატკივარი, რამდენი მხარდამჭერია მობრძანებული და 26-შიც ასე ერთობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ," - აცხადებს ლაშა ტალახაძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“, პრეზენტაციის ფარგლებში ედიშერ ჭელიძემ საჯარო ლექცია – „გრიგოლ ხანცთელი“, გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ედიშერ ჭელიძემ საჯარო ლექცია - „გრიგოლ ხანძთელი“, გამართა. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პროგრამა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებასა და გაცნობიერებას ისახავს მიზნად, რამაც ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა განსაზღვრა, ხორციელდება საქართველოს სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და გულისხმობს მართებულად განხორციელდეს საქართველოს ისტორიის თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია და რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას. „საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით და საპატრიარქოს მხარდაჭერით შემუშავებული სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - ,,ქართული თვითმყოფადობა“, მიზანია საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა. ეს არის ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრამა, ისევე, როგორც პატრიარქის ინიციირებული სხვა პროგრამები. დღეს, როცა ეროვნული ღირებებულების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალები იბრძვიან, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს და კონკრეტულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მნიშვნელოვანი მისია აკისრია. უნივერსიტეტში უკვე 23 წელია მოქმედებს თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ხოლო წელიწადზე მეტია, რაც დავაარსეთ ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი - ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე გააცნობს ისეთი დიდი საზოგადო და სასულიერო პირის ცხოვრების და მოღვაწეობის ისტორიას, როგორიცაა გრიგოლ ხანძთელი. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობიდან, რომლის ორგანიზატორი იყო წმინდა მამა, დაიწყო საქართველოს გაერთიანება. ეს იყო ეპოქა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს, ხოლო გრიგოლ ხანძთელმა, გიორგი მერჩულის ცნობით, საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეადგინა ქტიტორული ტიპიკონი და შეთხზა ჰიმნოგრაფიული კრებული - „საწელიწდოჲ იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა. ეს არის ქართული სულიერების დამოუკიდებლობის საწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა სტუდენტებმა დიდი მამის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ იციან, თუმცა ის, რასაც დღეს მოისმენენ გაცილებით მეტია“, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა. სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 1981 წლიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია. მეუფეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“ და წარმატებები უსურვეს სტუდენტებს.

ვარლამ ლიპარტელიანი: 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა მედიასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე. მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი - „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე. „ყველა აქ მყოფი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ერთადერთი გუნდია „ქართული ოცნება“, რომელიც მშვიდობის გარანტია და ამას ხალხიც აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, 26-ში საქართველო იქნება ერთიანი. „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე. ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ევროპაშიც აუცილებლად შევალთ“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გენო პეტრიაშვილი: არ დავუშვებთ, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, თითოეულის ვალია, ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ამისთვის ყველამ დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გენო პეტრიაშვილის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალია, ქვეყანას გაუფრთხილდეს. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ყველამ ერთად უნდა დაუჭიროს მხარი „ქართულ ოცნებას“. „თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ, არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისთვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ და გავაფერადოთ ნომერი 41“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა. „ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

ლაშა ბექაური: ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ხალხის გვერდით

ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ ვიყო ჩემი ქართველ ხალხის გვერდით. ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო. ეს არის ის გზა, რომელსაც ცხოვრებაში მივყვები ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის, აქ ვარ, ჩემი ხალხის გვერდით. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, ძალიან ბევრი რამე წყდება და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა მივიდეს არჩევნებზე და სწორ პოზიციაზე დადგეს“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა. „ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

ბოლო სიახლეები