,,1. ქართველი ხალხის ისტორიული ნება იმის შესახებ რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია კონსტიტუციაში ქართულმა ოცნებამ ასახა.
2. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მოიპოვა საქართველომ.
3. ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის ისტორიული მონაპოვარიც ქართული ოცნების მმართველობას უკავშირდება.
ვიმსჯელოთ შედეგებით და უტყუარი ფაქტებით. ტყუილი და დეზინფორმაცია ბოლშევიზმია. იმიტირებული რეალობის, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის ეპოქა 2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა.
ხალხმა იცის სიმართლე და თავის სათქმელს არჩევნებზე იტყვის”-წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე