ოთხშაბათი, მაისი 20, 2026

რატი ბრეგაძე: „სამართლებრივი ექსპერტიზის გზით დავების პრევენცია იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რასაც უწყება  სამართლებრივი დავების პრევენციის მიზნით ახორციელებს.

„მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკო უილიამსი ახლო მეგობარია, ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა – გავი

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ გავის გამორჩეული ფლანგის შემტევების შედარება სთხოვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი ბლიც-ინტერვიუ „მუნდო დეპორტივოსში“ გამოყვეყნდა.თუცა, საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების ქართველ შემტევზე წინ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა.– ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ლუის დიასი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?– ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ასე რომ კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?– ჰმ… კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი საოცარია, კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.– კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ დეზირე დუე?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?– დემბელე.– დემბელე თუ ლამინ იამალი?– ვერ ვარჩევ – ორივეს.

რა ხდება ამ წუთებში საპატრიარქოს ეზოში, სადაც ავტომობილი შევარდა

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.„თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა“.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

ბექა ძამაშვილი: იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები

იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან.„იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები და აღნიშნა, რომ ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას და მიზანშეწონილიცაა, რომ ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, რადგან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების დაცვა. კონკრეტულ შემთხვევაში აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც მიმართულია სხვისი შეურაცხყოფისკენ, დამცირებასა და აგრესიის გამოხატვისკენ, უნდა იყოს შეზღუდული. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“, - აღნიშნა ძამაშვილმა.სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის - 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.

თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა

„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა.მისივე თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარს გამოყოფს.„თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97 პროცენტი. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში ძვირად ღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100 პროცენტით უფინანსდება.„შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად საგარანტიო წერილი გაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობამ წლების განმავლობაში, აღნიშნულის გარდა, არაერთი პროგრამა განახორციელა, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.„ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არაერთ პროგრამასა და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი – ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით, ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. სწორედ ამიტომ ვალდებულად ვთვლით, ონკოპაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება დედაქალაქის ბიუჯეტში თანხის მაქსიმალური რიცხვით ავსახოთ. ხშირ შემთხვევაში, დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ბეჟაშვილი – ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ სპეცრაზმისადმი მიმართვისთვის, რომ არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები

ქართველი ხალხის ბრძოლას ვერ შეაჩერებს ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთი განაჩენი, ვერცერთი ციხე. ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.ბეჟაშვილის თქმით, „რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს“.„დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის — ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.14 წელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა. 14 წელია, ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. 14 წელია, საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია. ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი პარტიის 15 წევრი, თანამებრძოლი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპასა და საქართველოს იცავენ. ახლა კი რეჟიმს სურს, გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა; იმისთვის, რომ არ შეეშინდა; იმისთვის, რომ სიმართლე თქვა. ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ, რადგან მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა — არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით, არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები, არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგო. სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი.რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, ეშინია შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს — ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთი განაჩენი, ვერცერთი ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება; ვიდრე საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბოლო სიახლეები