სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

რატი ბრეგაძე: „საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ ისაუბრა.

„საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს საამაყო – არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3 300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ყველა ეს გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული. 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა ომის დროს, სამართლებრივად ბოლომდე იყოს დაცული “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, მხარეები შეტყობინებებს ომანელი შუამავლების მეშვეობით ცვლიან

ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.„არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაიწყო. მხარეები შეტყობინებებს ომანელი შუამავლების მეშვეობით ცვლიან“, – აღნიშნულია ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამჟამად ომანელ  კოლეგასთან, ბადრ ალბუსაიდისთან საუბრობს.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ირანის მოთხოვნაა სანქციების „სრულად მოხსნა” და ნდობის გამყარება თეირანის „მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის” მიმართ.

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარს ელოდება.

ბათუმში გოლიათი ბავშვი დაიბადა – ნიკოლოზ თაფლაძე 5,50 კილოს იწონის. ინფორმაციას ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ავრცელებს.

გამარჯობა, მე ნიკოლოზ თაფლაძე ვარ!დავიბადე ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ - 5050 გრამი (ჰო, 5 კგ-ზე მეტი ვარ! ) და 55 სმ.ამბობენ, ნამდვილი პატარა გმირი მოვედი ამ სამყაროში.მამიკო და დედიკო უკვე უსაზღვროდ მიყვარს და პირველი დღიდან ყველას გულები მოვიგე მადლობა ექიმებს და მთელ გუნდს ასეთი თბილი მიღებისთვის.ახლა კი ჩემი დიდი თავგადასავალი იწყება-წერს კლინიკა ,,მედინა''.

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას

დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ამოსავალი წერტილი სამშობლოზე ზრუნვა და დამოუკიდებლობის დაცვა უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში მთავარი როლი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა შეასრულონ, სახელმწიფომ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩვენი შვილები ქართულ, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.მისივე თქმით, ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე – გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას.„დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქართველი ხალხი ერთიანი იქნება. ჩვენ ვართ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი, გამოვიარეთ მრავალი განსაცდელი, გვაქვს საერთო წარსული და ღირებულებები, ერთი ენა და ერთი ქვეყანა. ქართველებს ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე – გასაყოფი. ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.„ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველო მუდმივად „ბეწვის ხიდზე“ გადის, ხოლო თუკი საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმთავრესი წინაპირობა სწორედ მშვიდობის დაცვაა და ამაზე არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, არამედ გრძელვადიან პერიოდში, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. განვლილი საუკუნეები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ ვითარებაში ყოველთვის ისეთ დროს აღმოჩნდებოდა, როდესაც ქართველი ხალხი ჩათვლიდა, რომ საფრთხემ გადაიარა და თავს უფლებას აძლევდა, უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრის ნაცვლად, არსებული მდგომარეობით დაკმაყოფილებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ნაკლი გამოსასწორებელია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მუდმივად შენებას, ინსტიტუტების განმტკიცებასა და გაძლიერებას მხოლოდ მუდამ ფხიზლად მყოფი, განათლებული და გონიერი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ახერხებს, რომელსაც მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა ბოლომდე და ზუსტად აქვს გაცნობიერებული.„თავის მხრივ კი, ძლიერი, სუვერენული, მყარი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყველაზე უკეთ ზრუნავენ! მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, პატრიოტი ადამიანების მიერ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე სრულყოფილი და საიმედო გზაა. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს“, – მიხეილ ყაველაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო ვინაიდან არ აჰყვა პროვოკაციულ მოწოდებებს, ხელისუფლების უკანონო შეცვლა გადაწყვიტეს, ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ფინანსდებოდა ამერიკიდან, ევრობიუროკრატიიდან

დრო რაც გადის, მოწმეები გვემატება იმის თაობაზე, რომ მართლები ვიყავით, რომ, სამწუხაროდ, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან ფინანსდებოდა ის რადიკალური პროცესები, რაც წინა წლებში იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ვინაიდან საქართველო არ აჰყვა იმ პროვოკაციულ მოწოდებებს, რაც ეხებოდა ომის დაწყებას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას ბაღებსა და სკოლებში, ხელისუფლების უკანონო შეცვლა გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი კი ფინანსდებოდა.„ვამბობდით, რომ ეს ფინანსდებოდა ამერიკიდან, ევრობიუროკრატიიდან. ეს ყველაფერი ჯერ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომელმაც ეს ფონდები გააუქმა, რადგან ისინი სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ფულით ერეოდნენ. ახლა ეს ადამიანი ამბობს, რომ რადიკალური პროცესები ფინანსდებოდა. რაც დრო გავა, უფრო მეტს მოუწევს იმის აღიარება, რა ხდებოდა საქართველოში. მაშინ შევძელით და პროვოკაციას არ ავყევით, თორემ ეს ყველაფერი, ვისაც გინდათ, ახლა მას ეთქვა, თუ ომში ჩავერთვებოდით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა განაცხადა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.

ბოლო სიახლეები