რატი ბრეგაძე: ,,სააკაშვილი არაა არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე. ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო”

Read Time:31 Second

“ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც გვაკრიტიკებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დღეს აღმოჩნდა საბოლოოდ, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე;  ის არის მსჯავრდადებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო”, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით დღეს წერტილი დაესვა.

„ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც მსჯავრდადებული სააკაშვილი შემოასახლეს ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის იმ კამპანიის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი მილიონი დოლარით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, დეზინფორმაციული და პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს: დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ – ვერაფრით ამომიხსნია, რა მოტივაცია გამოძრავებთ
Next post ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში