პარასკევი, მარტი 14, 2025

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვნახეთ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი, ვიმედოვნებ, ეს გაუგებრობა დასრულდება

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვნახეთ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი, ვიმედოვნებ, ეს გაუგებრობა დასრულდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტერმინ ორმაგი სტანდარტის გამოყენება არის არა აღქმა, არამედ ფაქტი.

„ჩვენ არ ვერიდებით იმ ტერმინის გამოყენებას რომელსაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი და ეს არის არა აღქმა, არამედ ეს არის ფაქტი. ორმაგ სტანდარტთან და გაურკვევლობასთან დაკავშირებით მე მომიყვანია კიდეც იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციის მაგალითი. ეს იყო 25 აპრილის რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა ჰუმანიტარული მოტივით. ეს მაშინ, როდესაც ერთი კვირით ადრე თავად სააკაშვილმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, გამოიხმო მისი სარჩელი და მისი ადვოკატი წერილში მიუთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. შესაბამისად, ვნახეთ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი, რომელიც იყო რეზოლუციაში. ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობა აუცილებლად დასრულდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით წარმატებული ჩვენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაზე საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის საშინაო საქმე და ფრანგი ხალხის გადასაწყვეტია.

„უპირველესად, ეს საფრანგეთის საშინაო საქმეა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არც ერთი ქვეყნის საშინაო საქმეში არ ჩავერიოთ და მოზომილად ვისაუბროთ. ფრანგი ხალხის გადასაწყვეტია თუ რა ტიპის კანონი ექნებათ მათ. ჩვენ ვფიქრობთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„როიტერი“ – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს ახალი სანქციებით ემუქრებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება დაცული უნდა იყოს.„საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და, სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს“ – ვიქტორ ორბანი

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და, სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოახდენს.ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას, ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად."ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და, სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს.უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოახდენს. უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს. ჩვენ ასევე მხარს არ დავუჭერთ ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.არსებობენ ისინი, ვისაც მეტი ვალის აღება სურთ და ისინი, ვინც საკუთარ თავდაცვას საკუთარი რესურსებით აფინანსებს. უნგრეთის ფუნდამენტური კანონი ერთობლივ სესხებს მხარს არ უჭერს და პარლამენტმა ეს ხუთშაბათამდე უნდა განიხილოს", - აცხადებს ორბანი.

იაგო ხვიჩია – ნაკლებად მჯერა სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე

ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ „ქარტიამ“ გააერთიანა ეს ხალხი, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით, ერთობლივად უარი თქვეს პარლამენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ.„არ ვიცი, მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმები ქართული ოპოზიციის, „ნაცური“ ოპოზიციის გაერთიანებას ერთად, რადგან ნაკლებად დააბნევენ ამით ხალხს. ქალბატონი სალომეც თუ ამაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დაარწმუნებს ამ ძვირფას ოპოზიციონერებს იმაში, რომ საერთოდ არცერთ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. მგონი, მათთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება ასე. პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ. რაც შეეხება იმას, ლიდერი ვინ იქნება, ამ შემთხვევაში ხაზარაძე ჯიბეზე ხელს თუ გაიკრავს, ფული მოაგვარებს ამ პრობლემას, ქალბატონი სალომეს ლიდერობის მე ნაკლებად მჯერა. უფრო მგონია, ხაზარაძეს ვინაიდან ფული აქვს, ის იჩალიჩებს ლიდერობაზე. ვნახოთ, რა გამოვა. მე თანახმა ვარ, ვინც გინდა, ის იყოს ლიდერი, ეს ხალხი თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ერთმანეთს ულიდერონ და თუ უნდათ, გააჭენონ ერთმანეთი. არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

პეტრე ცისკარიშვილი – მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო, თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად...

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო. თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად მისი ეშინიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე.„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე, რადგან თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობისა და უპერსპექტივობის გამო. უამრავი მათგანი, მათ შორის შეერთებულ შტატებში შეიპარა, ერთ კვირაში კი ყველანი თავისუფლები იყვნენ. იმ ქვეყნებმა მიიღეს, ჩაიბარეს ეს ადამიანები, როგორც დევნილები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის დანაშაულიც არის საზღვრის კვეთა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ასე შევიდნენ სხვა ქვეყნებში, რადგან გაექცნენ აქაურ რეჟიმს და საკუთარ სახელმწიფოში უპერსპექტივობას. ახლა კი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი და რატომ ხარ საქართველოშიო, ამისთვის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. ამ რეჟიმის მთავარი მიზანია, თუ პოლიტიკური იძულების გამო მოუწევთ მისი გამოშვება, არ უნდათ, რომ იყოს საქართველოში, რადგან ამ რეჟიმს ყველაზე მეტად მისი ეშინია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი უკვე დამარცხებული არიან

ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია და ყველაფერი იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ მათ კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიცია უკვე დამარცხებულია.„ისინი ერთადაც და ცალ-ცალკეც იქნებიან უკვე ძალიან დამარცხებული, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვერდიქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მათ წინააღმდეგ გამოიტანა გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან მარიონეტები, რომლებიც საკუთარი პატრონების დავალებით მოქმედებენ. ამ მოქმედებაში საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები და არც საკუთარი მხარდამჭერების პოზიციები, მხარდამჭერების, რომლებიც მათთვის თითქმის აღარც არსებობენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არანაირ ნდობას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ბოლო სიახლეები