ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

რატი ბრეგაძე: „გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია“

იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

„გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ იმ დავების შესახებ, რომლებიც იყო რუსეთის წინააღმდეგ. პირველი – ეს იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე, რომელზეც უკვე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსეთს  დაეკისრა უკანონოდ დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონის გადახდა; შემდგომ – ეს იყო 2008 წლის ომის საქმე, სადაც 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა ის დარღვევები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა ის ფაქტი, მათ შორის, სამართლებრივად, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. შემდგომ გაგრძელდა ეს საქმე და ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვების და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესების დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ“, - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, იმედი აქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“.„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისშიც - სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - აღნიშნა ბუდრისმა.

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქე მუშა დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.არსებული ინფორმაციით, ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს სწორედ 30 წლამდე მამაკაცი ასრულებდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პირველადი დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადა.შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვა სთხოვა, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“.აღნიშნულის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ ამ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე კონკრეტული მოწმე, ბანკის თანამშრომელი უნდა გამოეკითხათ. საუბარია მოწმის, გვარად კაჭკაჭიშვილის გამოკითხვაზე, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბანკიდან თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა.ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ბოლო სიახლეები