რატი ბრეგაძე: „ამნისტია უკანონოდ აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების რეალიზებას“

Read Time:49 Second

ამნისტიის მასშტაბური პროექტის მიზნებზე, რომელიც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს ეხება, მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა:

„ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და, შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად, ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – განმარტა რატი ბრეგაძემ.

დღეისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიეთითება, რომ შენობა-ნაგებობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა. შესაბამისად, საკუთრების უფლება მათზე ხარვეზიანია; მფლობელები კი, საკუთრების დემონტაჟისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან.

ამნისტია მილონზე მეტი მოქალაქის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება, რომლებიც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება აშენებული და არ გავრცელდება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ ინდივიდუალურ სახლებზე. მათი მფლობელები  ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლის გარეშე დაარეგისტრირებენ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს საჯარო რეესტრში და შეძლებენ საკუთრების უფლების სრულად რეალიზებას.

ამნისტიის კანონი არ იმოქმედებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე. მათი რეგისტრაციისათვის კვლავ საჭირო იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არსებობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა მანჯგალაძე: სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს, თუ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება
Next post გიგი წერეთელი: დაბალი ბარიერი საჭიროა, თუმცა, მთავარია ამომრჩეველი დავარწმუნოთ მმართველობის ცვლილების აუცილებლობაში