ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევში გუშინ საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ქალი მეუღლემ გაგუდა. უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი. გარდაცვლილი ქალის მამის თქმით, ცოლ-ქმარი მაყვლის საკრეფად იყვნენ წასულები სოფელ ავლევში. ბრალდებულმა თანასოფლელ ბიჭებს თავად გაუმხილა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის დააკავა.
სასტიკად მოკლული ქალი თინა ჩოჩნიძეა, რომელიც ხაშურიდან, სოფელ ვაყადან იყო.
როგორც მისი მეგობარი გვიყვება, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
“საოცარი გოგო იყო თინა… თბილი, კეთილი, მხიარული. ჩემი სოფლიდან იყო, ვაყედან. მაყვლის
კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან
გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ. მის ქმარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შვილი არ დარჩენიათ, რამდენადაც ვიცი.” – ამბობს ambebi.ge -სთან ნიკა მოსიაშვილი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ “ფეისბუქში” შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა