კვირა, ივლისი 13, 2025

რას წერს ვასილ მაღლაფერიძე – მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი…

მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი… აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ, ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ – იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, საქართველოში რომელიმე უწყების ხელმძღვანელს რომ გამოეცხადებინა თანამშრომლებისთვის, დღეიდან „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“ და „ქმარი“ აღარ თქვათო!

ეს გახლავთ მსოფლმხედველობრივი აცდენის მკაფიო მაგალითი, როდესაც ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ და ამ საკითხში ერთმანეთს ვერც ვერასდროს გავუგებთ.

ეს განცხადება ქართველებისთვის ეგზოტიკური შინაარსის ხუმრობად დარჩებოდა, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ აქ სახუმარო არაფერია.

მართალია, ეს დოკუმენტი ამერიკაში გაავრცელეს და საქართველოსთვის ჯერ დაუძალებიათ მისი მისი კოპირება, მაგრამ ეს მსოფლმხედველობრივი დოკუმენტია, რომლის მიზანიც ადამიანების ერთ ყალიბში მოქცევა და გაერთიანებაა. როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე, დედის და მამის უარყოფის თემა ხვალ და ზეგ ევროპაში გადმოინაცვლებს და სულ მალე საქართველოშიც მოგვიკაკუნებს კარებზე – ერთის მხრივ, დაიწყება ტვინების გამორეცხვის დაფინანსებული კამპანიები, რომ „დედა“ და „მამა“ ცუდი სიტყვებია, იმ „ჩამორჩენილების“ ბულინგი ვინც „დედას“ და „მამას“ მაინც ამბობს, რასაც მოჰყვება მუქარანარევი პროპაგანდა – „თუ დედას და მამას ლექსიკონიდან არ ამოიღებთ, იქ არ მიგიღებთ, ამას არ მოგცემთ და ასე შემდეგ…“

თუმცა, ლექსიკონიდან დედის და მამის ამოღებას ბუნება დაუსჯელად არ ტოვებს, ეს იწვევს საკუთარ მეობაზე და იდენტობაზე უარის თქმას, ადამიანის ფსიქიკის ჩამოშლას და მის მანქურთად ქცევას. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ბევრს საუბრობდნენ ახალი ადამიანის შექმნაზე, რაც ასევე ექსპორტირებული იდეა იყო და, სინამდვილეში, ნიშნავდა უსამშობლო, უწარსულო ადამიან-რობოტს, რომელიც დაუფიქრებლად შეასრულებდა ნებისმიერ ბრძანებას. ასეთ ახალ ადამიანს ადიდებდნენ მედროვე პოეტები: “მე გადავწყვიტე მთლიანი გულით, ახალი ქვეყნის დავრჩე ერთგული! მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას!“

საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გამოვიმუშავეთ და შეგვიძლია, ისე გავატაროთ ხოლმე „უფროსი ძმების“ უხერხული გამონათქვამები და ქმედებები, რომ ვითომც არ გაგვიგია, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელთა არდანახვაც შეუძლებელია.

ამერიკა დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოა, მას შეუძლია, საკუთარ თავს დედის და მამის უარყოფის ექსპერიმენტის ჩატარების უფლებაც კი მისცეს, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანას უფრო მალე გაანადგურებს და წაშლის მსოფლიო რუკიდან, ვიდრე ნებისმიერი მასობრივი განადგურების იარაღი (ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ განათლების სისტემა უშუალოდ ახალგაზრდების განათლების გარდა პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზეც).

ჩვენი ტრაგიკული წარსულიდან გამომდინარე გამუდმებით ვეძებთ უსაფრთხო სამხედრო და ეკონომიკურ ნავსაყუდელს, რომ თავი შევაფაროთ, მაგრამ უსაფრთხოების ძებნაში თუ უარი ვთქვით ყველა იმ ღირებულებაზე, რასაც ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება, ლექსიკონიდან ამოვიღეთ დედა, მამა, პაპა, ბებია, დიდედა, და, ძმა და დედამიწაც კი, ასეთ ადამიანობადაკარგულები რომელ ნავსაყუდელში დავჭირდებით, ან ჩვენ რამდენად მოგვწონს ასეთი მომავალი?!

P.S. ეს ლექსი წესით ყველა პატარა ბავშვმა რომ უნდა იცოდეს, მხოლოდ მახსოვრობას კი არ ავარჯიშებს, სამყაროს შემეცნების მოდელიცაა და აშავებს ვითომ რამეს?!

„მზე დედაა ჩემი,

მთვარე – მამაჩემი,

მოციმციმე ვარსკვლავები

და და ძმაა ჩემი“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს – ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ლონდონის "ჩელსისთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და ამჯერად ახალი მიზანი აქვს - მსოფლიო საკლუბო თასის აღმართვა. გუნდებს წინ რთული თამაში ელით. "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თამაშამდე ტრადიციულად პრესკონფერენციაზე ისაუბრა."პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელები "ჩელსის" მოთამაშეებს ძლიერ მეტოქეებად მიიჩნევენ. პარიზელები მოედანზე გამარჯვებისთვის გადიან. სურვილი კი ყველას ერთი აქვს - კონკურენტის დამარცხება და თასის მოპოვება."პსჟ"-ს გზა თითქმის იდეალური იყო. ფრანგებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის "რეალი" დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო გუნდთან გოლი არ გაუტანია, ფრანგული მედია მოედანზე ქართველი ფეხბურთელის თამაშს განსაკუთრებულად გამოეხმაურა და მაღალი ქულაც დაუწერა.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "პსჟ" ლონდონის "ჩელსის" ხვალ, 13 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, "მეტლაიფ სტედიუმზე" დაუპირისპირდება.

მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციას“ ორი-სამი წელი ვამზადებდით, დღეს მთავარია, არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები, არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით

ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება, მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, „ვარდების რევოლუციას“  2-3 წელიწადი ვამზადებდით, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მთავარია, საქართველოში ოპოზიციამ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები არ გაიმეოროს და არ შემოიფარგლოს პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით.„ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება.მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. „ვარდების რევოლუციას“ ჩვენ ვამზადებდით 2-3 წელიწადი. მე მოვინახულე სერბეთი, სადაც შევხვდი და მრავალი საათი ვესაუბრე მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმატებული ორგანიზაციის „ოტპორის“ ლიდერებს, არაერთხელ ვიყავი კიევში „უკრაინა კუჩმას გარეშე“ საპროტესტო ტალღის აქტივისტებთან სასაუბროდ.„ვარდების რევოლუციის“ ტაქტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლების მოქმედებების ზუსტ პროგნოზირებაზე და ჩვენი ადეკვატური პასუხების დაგეგმვაზე. უფრო მეტიც, ჩვენს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც აიძულებდა შევარდნაძეს შეცდომები დაეშვა.ახლა ივანიშვილი არის ძალიან პროგნოზირებადი, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ყოველ ჯერზე გაკვირვებულია რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. არადა საკმარისია შეხედო იგივე ბელარუსს და მიხვდე, თუ რა იქნება აქაური რუსული რეჟიმის შემდგომი ქმედება. მთავარია, ჩვენ არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები და არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარ ნაბიჯებით.თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა აჩვენებს ნამდვილი გმირობის მაგალითები. მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოჩნდება „შავი გედებიც“, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. შეიძლება, ამასობაში საქართველო დავკარგოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„დედიკომ თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს პატარა  შოშიების მამიკო 

ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ტყუპების, უსაყვარლესი დანიელის და დაჩის კადრებს თავის გამომწერებს უზიარებს.ცხელიშვილი ემოციურად წერს, რომ სწორედ იმ ჰამაკზე ქანაობენ უდედოდ დარჩენილი ტყუპები, სადაც მათი დედა ხშირად იჯდა ხოლმე:„დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი. 

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მეუფე შიომ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა. ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიური სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით, ჩასწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად. სიტყვა მოციქული ნიშნავს წარგზავნილს და ჩვენც ყველანი წარგზავნილები ვართ ღვთის მიერ ამ ქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით. ესე იგი, ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან“, - აღნიშნა მეუფემ.

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, რომ გახარიას მინისტრობის პირობებში, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რამაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, ეს საქმე...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.„შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი რომ იყო, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი.ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემულობა. ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმიტომ იყო ის გარეთ. ბრიუსელს ჰქონდა გადახდილი იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა; მეორე, არის უკვე კანონიერ საზღვარს გაცდენილი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება. ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ, ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები