ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს დებიძინიზაცია არის ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში

საქართველო გახლავთ უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენ ვდგავართ ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოდ დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იუკნევიჩიენეს თქმით, „ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, უნდა დაუწესოს სანქციები ივანიშვილსა და იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“.

„საქართველო მრავალი წლის განმავლობაში შორდებოდა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, თუმცა უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, სათავე დაუდო საქართველოს დაღმასვლას, სასტიკ რეპრესიებს, ძალადობას, დაკავებებს – ეს ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდანაა. ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო გარდაიქმნება პუტინის მარიონეტად.

ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ თავისუფლების მოყვარე ქართველებისთვის, არამედ ეს ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს დებიძინიზაცია გახლავთ ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა სამხედრო ოპერაციის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გააცნო.ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას.

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას მოყვაა შემდეგ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციას… – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას, მოყვაა შემდეგ  ვიზა ლიბერალიზაციას...  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

მიირთვი და იყავი ლამაზი ფორმებით-რჩევები იზოლდასგან

https://www.facebook.com/photo?fbid=122093000234843834&set=a.122093000204843834 ადამიანს დავუბრუნე, სილამაზე და სხეულის ჰაეროვნული შეგრძნება მოგვმართეთ და დაგეხმარები, ჯანსაღი კვებით მიიღოთ სასურველი სხეულის ფორმები!ჯანსაღი კვება არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღების წესი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, სხეულის ენერგიის დონეების გაუმჯობესებას და დაავადებების პრევენციას. სწორი და დაბალანსებული კვება ადამიანს ეხმარება ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის მიღწევაში, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.ჯანსაღი კვების დასაცავად საჭიროა გარკვეული პრინციპების დაცვა, რაც ორგანიზმს საშუალებას მისცემს მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება და სწორად ფუნქციონირებდეს.

შალვა პაპუაშვილი: თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.მისივე თქმით, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს.„სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის, თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართა.„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს - თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩოშეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს, შეთანხმების შესახებ ერთდროული ხელმოწერა.უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული ჩარჩოშეთანხმებით.დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.

ბოლო სიახლეები