ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

„რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რასაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკულ მხარეს პარტნიორობას სთავაზობს იმ მხრივ, რომ პარტნიორობა ცხადად ორიენტირებული უნდა იყოს ორივე ერის ინტერესებზე.

“ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც განსხვავებით წინა შემთხვევისგან, რომელიც ერთის მხრივ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა, თუ გავიხსენებთ კონტექსტს როგორც ეს ჩამოყალიბდა, იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წელს, გარკვეული კომპენსაცია ომით დაზარალებული ქვეყნისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც სინამდვილეში პრაქტიკაში არ რეალიზდა არანაირად და ეს იყო ფურცელზე ჩაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, რომელიც ვნახეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეეცადა კიდეც, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგაც გამოეყენებინა იმ მხრივ, რომ ამის გაუქმება გარკვეულწილად, საქართველოში დესტაბილიზაციის წამქეზებელი ყოფილიყო.

რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, ისეთი, როგორიც ქართველებმა ვიცით და ეს არაერთხელ ვაჩვენებთ ამერიკელებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფურცელზე რა იყო, ჩვენ საქმით ვაჩვენეთ ეს. ეს შეგვიძლია ჩვენ, როგორც მცირე ქვეყანას ზომით თუ ეკონომიკით, ჩვენი საქმით ვაჩვენოთ. ეს ვაჩვენეთ ყველგან, სადაც კი შეგვეძლო. ჩვენ ამერიკელების გვერდში ვიდექით იქ, სადაც მათი ერთგული პარტნიორები- მაგალითად ნატოდან, გაეცალნენ. ვგულისხმობ როგორც სამშვიდობო მისიებს, ისე ვგულისხმობ მაგალითად, ავღანეთიდან როდესაც ჯარების გამოყვანა იყო, საქართველომ შესთავაზა ყველაზე მოკლე და უსაფრთხო მარშრუტი იმისთვის, რომ ჯარები გამოეყვანათ საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, ვაჩვენებდით ყოველთვის, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ქართულად. ასე, რომ ჩვენ ამ ქართულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ იმ მხრივ, რომ იყოს პარტნიორობა, რომელიც არის ცხადად ორიენტირებული ორივე ერის ინტერესებზე, და ეს არის რაც ჩვენ გვაძლევს იმედს იმ პოლიტიკაში, რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, მათ შორის, მარკო რუბიოს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ სხვა ერების ინტერესებს და ისინი სხვა ერების ინტერესების აღიარებით ამყარებენ მათთან კავშირს, იმისთვის, რომ ნახონ იქ სადაც არის საერთო წერტილები, იქ ჰქონდეთ პარტნიორობა, იქ სადაც არის შეუთანხმებლობა, დიპლომატიური გზით მოხდეს გადაწყვეტა ამ საკითხების”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის“...

"ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს ამ გამოწვევებს უპასუხოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს."რას ნიშნავს ინტერესი, სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ზუსტად იგივე ამოცანები, რაც საქართველოს აქვს. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ცალკე არის კიდევ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ვხედავთ დღეს სომხეთის პოლიტიკას. ჩვენი ადგილობრივი უცხო ქვეყნების დროშების მოფრიალე ხალხი რომ გვყავს, დააკვირდნენ სომხეთის პოლიტიკას, რომელიც დსთ-ს წევრიც არის და ევროკავშირთანაც ურთიერთობას აძლიერებს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება უნდა, საომარ მოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წარმომადგენლები ირანში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ასე რომ ეს ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს, ამ გამოწვევებს უპასუხოს.რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამ საერთო ინტერესის ნაწილია მათ შორის, სატრანსპორტო დერეფანი, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ხდება შესაძლებელი. პირიქით, რაც უფრო სტაბილური იქნება გარემო რეგიონში, მით უფრო მიმზიდველი იქნება ტრანსპორტირებისთვის და მით უფრო ტვირთიც მოიმატებს. რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ რომ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები