მსახიობი რამაზ იოსელიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ კრიტიკას „ქრონიკასთან“ ეხმაურება.
„მოდელირებული ქრონიკა რომ გააკეთეს, მთელი ქვეყანა რომ დაზაფრეს, მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა?! თუნდაც ჩემმა კოლეგებმა, თუნდაც „ენჯეოებმა“. სააკაშვილი რასაც აკეთებდა, მაშინ გაებედა ვინმეს და ხმა ამოეღო სცენიდან.
გამჭვირვალობას სთავაზობენ, მეტს ხომ არაფერს?! საიდან მოდის ფული, გრანტი, როგორ იხარჯება, ეს რატომ უნდა იყოს დამალული?! თუ მალავ ე.ი. ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებ, ხომ?!“, – აცხადებს მსახიობი.