ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

რაიან რუთს 2024 წლის სექტემბერში დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

რაიან რუთს, რომელმაც 2024 წლის სექტემბერში ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ განაცხადა, რომ რუთის დანაშაულები „უდავოდ იმსახურებს სამუდამო პატიმრობას“.

„ბიბისის“ ინფორმაციით, თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.

ცნობისთვის, რაიან რუთი იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ბუჩქებში თოფის ლულა შენიშნა და რუთის მიმართულებით გაისროლა, რის შემდეგაც ბრალდებული გაიქცა, თუმცა ის მალევე შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი – ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.„მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მის უდიდებულესობასთან, დედოფალ ელიზაბეტთან მისი შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მიხეილ ყაველაშვილი – უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში ილია მეორის გარდაცვალებამ, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ილია მეორის ღვაძლი ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში ფასდაუდებელია.„უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ.ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სოზარ სუბარი – პატრიარქმა მთელი ცხოვრება იღვაწა ჩვენი სულის გადასარჩენად, დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუძღვნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი წერს.როგორც სოზარ სუბარი წერს, 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.„უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს სულს, უწმინდესო და უნეტარესო. 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში შეძლო ქართველების დაბრუნება რწმენაში და ერის გაერთიანება ეკლესიის გარშემო, შექმნა ეპოქა, რომელიც გრძელდება მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგაც და არასდროს დასრულდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს.მთელი ცხოვრება ილოცა და იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად და საქართველოს ქრისტეს გზაზე დასაბრუნებლად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის. უფალმა ჩაიბაროს მისი წმინდა სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მშვიდობით განისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენი ლოცვა არ მოჰკლებოდეს საქართველოს“, – წერს სოზარ სუბარი.

ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს მოხდება.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 საათზე დაიწყება.„დღეს, 2026 წლის 18 მარტს მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. 

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაერო-ს გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები