რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრული სამსახური მუშაობას წყვეტს.
„რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მუშაობა 21 ნოემბერს, შუაღამეს შეწყდა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ თავდადებით მუშაობდა უნგრეთში აუდიტორიის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკით უზრუნველსაყოფად”.
„გვსურს, ჩვენს მკითხველს ვაცნობოთ, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მითითებით, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრეთის რედაქცია 2025 წლის 21 ნოემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს.
ბოლო წლებში ჩვენი თანამშრომლები თავდაუზოგავად და საუკეთესოდ მუშაობდნენ, რათა უნგრელი მკითხველებისთვის დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ. მადლობას გიხდით ჩვენი აუდიტორიისგან მიღებული ნდობისთვის, ინტერესისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. მანამდე ის 1950-დან 1993 წლამდე მუშაობდა.

