პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად იცვლიან აზრს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ განცხადებების მიუხედავად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო მარათონში ჩართვის რეგისტრაციაზე მათი რიგი დადგეს.
მისივე თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ რეიტინგი არ აქვს, ამიტომ არ სურს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მორიგი მარცხის ჩვენება.
“რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი პრაქტიკულად განულებულია, ისინი უფრთხიან ყველა ისეთ შესაძლო არჩევნებს, სადაც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება.
ერთი მხრივ, თუ ისინი უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, ამით, კიდევ ერთხელ, საზოგადოებასა და მსოფლიოს დაანახებენ, თუ როგორ ურეიტინგოები არიან და მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ საზოგადოების ნდობის მანდატი.
მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ მათი ვითომ პრინციპული განცხადებები შეიცვალო უპრინციპო რადიკალების მხრიდან. იგივე პუფების თემას გაგახსენებთ – ისინი პუფებს ეძახდნენ ერთმანეთს და რადიკალები პარლამენტში შემოსვლაზე ასწრებდნენ ერთმანეთსვე. არც ის არის გაძარცულიყო, არჩევნების შესაბამის თარიღთან მიმართებით, რადიკალების რიგი დადგეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ დარეგისტრირდნენ სარჩევნო მარათონში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.