ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

“რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, იქნება თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი, ამით არაფერი არ შეიცვლება.

როგორც იონათამიშვილმა გადაცემა “დღის კურიერში” განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს კიდევე ერთხელ გადააგდებენ.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟის ენით სახელმწიფოსთან საუბარი რაიმე სიკეთეს მოუტანს, ძალიან ცდება. რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თითქოს, იყვნენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ რით გამოირჩეოდნენ და რა გააკეთეს? ოფიციალურად, პარლამენტის წევრებად იყვნენ გაფორმებულები – რაიმე დებატებში მიიღეს მონაწილეობა, საკითხების განხილვის დროს ჰქონდათ საკუთარი აზრი და ინიციატივები, საპარლამენტო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი? კოვიდი იყო, ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული და დარბაზში ვერცერთი ოპოზიციური სპექტრი ვერ ვნახეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე დაიბარეს, იმ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და არ დაესწრნენ. აქედანაც ჩანს, რომ ისინი იქნებიან თუ არა, ამით არაფერი შეიცვალა. უბრალოდ, ერთი ის გავიგეთ, რომ რეალურად პუფები აღმოჩნდნენ. პუფები შემოვლენ თუ არა პარლამენტში დემოკრატიულ პრინციპზე რამენაირად აისახება?! რა თქმა უნდა, არა.

ჩვენთვის მთავარი არის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს პარლამენტი, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები. ის პრინციპები, რაც დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის არის აუცილებელი და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.

ერთადერთი რამ იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ საქართველოს პარლამენტში – კიდევ ერთხელ გადააგდებენ საკუთარ ამომრჩეველს. ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის არის, კარგად დაფიქრდნენ იმსახურებს თუ არა ასეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დეზინფორმაციაზე და ტყუილზე აგებს საკუთარ საქმიანობას, არა თუ საქართველოს პარლამენტში იყოს, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში იყოს თუ არა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს – მიხეილ სააკაშვილი

არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას. მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად, უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა. თქვენ რას ფიქრობთ ხალხო?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი ბრალდებები – მაკა ბოჭორიშვილი არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აფასებს. მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. „თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ეს კამპანია, რომელიც რეალურად მიმართულია იქეთ, რომ არჩევნები დააზიანოს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები. საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.

ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: ასეთია გონიერი ევროპა , „როთების“ საპირწონედ

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის ტიერი მარიანის განცხადებას „საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე" და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე“. „დამნახავი - დაინახავს... გამგონი - გაიგონებს... ასეთია გონიერი ევროპა ,,როთების" საპირწონედ. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს მკვიდრთა ოცნების ასრულებას. ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე" და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე,“ - წერს ზაალ მიქელაძე.

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს, რომ თუ არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს, რომ თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, ბუნებრივია, პირველი იქნება ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე პერსონალური სანქციების დაწესება, ისევე, როგორც სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე ევროპელი ლიდერები დიდი ხანია, საუბრობენ, მათ შორის, ეს პირდაპირ მიბმული იყო არჩევნებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, დაცული იყო თუ არა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპები. ახლა ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ იყო დაცული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპი და მათ შორის, ჩვენი საჩივარი, რომელიც ცესკო-ს გაეგზავნა 29 ოქტომბერს, ადასტურებს, რომ დარღვეული იყო ყველაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ფარულობის პრინციპი. შესაბამისად, ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს ის, რომ თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების გაუქმება, სადაც დარღვეული იყო ფუნდამენტური პრინციპი და არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, ბუნებრივია, პირველი იქნება ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე პერსონალური სანქციების დაწესება, ისევე, როგორც სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე და იმედია, ამას გააცნობიერებს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ივანიშვილი, რომელსაც გვერდში უდგანან რუსული სპეცსამსახურები და მიიღებს საყოველთაო მოთხოვნას არჩევნების შედეგების გაუქმებასთან და ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რატი იონათამიშვილი: თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში

"სინამდვილე რა არის? - თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერის“ ეთერში არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. რატი იონათამიშვილის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ცესკოს მონაცემებზე აისახა. “მთელ ამ პროცესში ჩართული იყო, როგორც რადიკალური ოპოზიცია ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ შორის დეტალურ დონეზეც, ისეთ დონეზე რომ მასალაც კი დაკვირვების ქვეშ იყო რა მასალაზეც იბეჭდებოდა ბიულეტენი. უკვე ჩატარებული იყო საპილოტე დონეზე არაერთი ელექტრონული არჩევნები, მსგავს საკითხებზე მაშინ არაფერი უთქვამთ, აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნური. მითუმეტეს არსებობს წინასაარჩევნო შეფასებები მათ შორის, ეუთო/ოდირის. სადმე ეს საკითხი წინასაარჩევნო შეფასებაში ჩანს? წერია?- არა. სინამდვილე რა არის? - თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი

ბოლო სიახლეები