ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ჟან ნოელ ბარო – ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის ისრაელსა და ევროპას

ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის ისრაელსა და ევროპას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაა.

„ირანის ბირთვული პროგრამა ეგზისტენციალური საფრთხეა ისრაელისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ საფრთხის თავიდან აცილების, მისი შეკავების საუკეთესო გზა დიპლომატიაა“, – განაცხადა ბარომ.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა აღნიშნა, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, სიტუაციის დეესკალაციისთვის დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკებები ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფაბიან რუისმა „ატლეტიკოს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს მართავს. მისი მეტოქე „ატლეტიკოა“.შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა. ასისტი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოს გარეთ დასარტყმელად დაუგორა რუისს. მან კი გამოზომოლი დარტყმით ფრანგები დააწინაურა.1:0 – წინ პარი სენ-ჟერმენია.

რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი – რას წერს უცხოური გამოცემა

34 წლის მერაბ დვალიშვილი 2024 წლის სექტემბერს UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ტიტული დვალიშვილმა გასულ კვირას მეორედ - ასევე წარმატებით დაიცვა.Marca.com წერს, რომ გამარჯვებებმა დვალიშვილს მოუტანა როგორც კარიერული ასევე ფინანსური სარგებელი. კერძოდ, მაგალითად, „UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“.აღნიშნული გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი:გამოცემის ცნობით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, დვალიშვილის წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ძირითადად მისი საბრძოლო ფონდებიდან, სპონსორობიდან და საწარმოებიდან მოდის.უფრო დეტალურად, მნიშვნელოვნად გაზარდა დვალიშვილის შემოსავლები UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ. გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა საბაზისო ხელფასის სახით მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი. ამას დაემატა ბონუსები, რის შედეგადაც ამ გამარჯვებით ჯამში დვალიშვილმა 1.43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.ამის შემდეგ იყო UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ტიტულის დაცვისთვის, სადაც კვლავ გაიმარჯვა. ამ ბრძოლიდან მან საბაზისო 500 000 დოლარის ოდენობის ჯილდო მიიღო, ბონუსმა კი 50 000 აშშ დოლარს მიაღწია.გარდა ამისა, დვალიშვილს აქვს რამდენიმე სპონსორობის ხელშეკრულებაც ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Flash Motors, Nabeglavi, StarPro Combat, Panini America, AMC Hyundai-Las Vegas, 31Betsocial და GA Logistics LLC.ამასთანავე, ის Athlete Studio-სთან თანამშრომლობით მართავს ონლაინ მაღაზიას და აქვს YouTube არხი 100 000-ზე მეტი გამომწერით, რაც მას დამატებით შემოსავლის წყაროს უქმნის.გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ დვალიშვილს საქართველოს მთავრობამ UFC 306-ზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ 1 მილიონი ლარის (დაახლოებით 367 000 აშშ დოლარის) ოდენობის ფულადი ჯილდოc გადასცა.ინფორმაციისთვის, გამოცემის მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობა არ მოიცავს გასულ კვირას დვალიშვილის მიერ UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, რადგან ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, სხვადასხვა უცხოური გამოცემა წერს, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენმა მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

ბოლო სიახლეები