კვირა, მაისი 18, 2025

პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იმ ადამიანების ინტერესების დაცვას ასახელებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა რუსულს მშობლიურ ენად, რუსეთს კი თავის სამშობლოდ თვლის.

შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ეთერში 4 მაისს გავიდა, თუმცა დღეს ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი, რომელიც ინტერვიუს საბოლოო ვერსიაში არ შესულა.

პუტინი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის მიზეზების აღმოფხვრა, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა – ირაკლი კობახიძე

ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღიარებული იქნა, რომ ძალიან უკიდურესად უარყოფითი მოვლენები ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სწორედ USAID, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით.„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ რომ არ გადმოიდგას არავითარი დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ უკვე სერიოზული სარგებელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი დარწმუნება იმაში, რისიც ისედაც სჯეროდათ. ჩვენ ეს გზავნილები ისედაც გაჟღერებული გვქონდა საზოგადოების წინაშე, ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი  და ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს “დიფ სთეითის” შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს...

"თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ამერიკის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას."ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და "დიფ სთეითს" შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი "დიფ სთეითის" შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე "მეგობარი აქტი" იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანია

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანიაბექაურის მსგავსად, ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის აბები" ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის  ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი რვა წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების მერე, პირველი ტიტული მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ღია პირველობაზე ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არ ასპარეზობდა, საქართველოდან კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელმაც ეს ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის (13-20 ივნისი) მოსამზადებლად გამოიყენა.

ბოლო სიახლეები