პუტინმა რუსეთის წინაშე აშშ-ის და ევროკავშირის დეფოლტი გამოაცხადა

Read Time:48 Second

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, ფაქტობრივად, გამოაცხადეს დეფოლტი მოსკოვის წინაშე თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე. ამის შესახებ lenta.ru წერს.

„რუსეთის ბანკის სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყინვის უკანონო ქმედებები ხაზს უსვამს ე.წ. პირველი კლასის აქტივების სანდოობას. ფაქტობრივად, აშშ-მაც და ევროკავშირმაც გამოაცხადეს რეალური დეფოლტი რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

მანამდე, მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა დაბლოკა რუსეთის ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს შეასრულოს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით, რუბლით გადახდით. სილუანოვის თქმით, კრედიტორების მიერ რუსული ვალუტის კონვერტაცია გამოიწვევს ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას.

„ვალები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავუხადოთ ქვეყნებს, რომლებიც არამეგობრულნი არიან რუსეთის ფედერაციის მიმართ და შეზღუდავენ ოქროსა და სავალუტო რეზერვების გამოყენებას, სწორედ ამ ქვეყნებს გადავუხდით ვალებს რუბლით“, – განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა განაცხადა , რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს პროცენტის გადახდას დოლარის ობლიგაციებზე რუბლით, ეს ქმედება ნიშნავს დეფოლტს 30 დღის შემდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიუპოლის მერის მოადგილე – რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს
Next post საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი მოცემულ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს