რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, უდავოდ, აღდგება.
„ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მაშინ [დიდი სამამულო ომის დროს] – თეთრი და შავი, წითელი და ყავისფერი… ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება – ეს უდავოა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.