პარასკევი, ივნისი 6, 2025

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია.

დაწესებული უკანონო შეზღუდვების მიუხედავად ცოტნე გამსახურდია არ წყვეტდა მცდელობას, დაეცვა მისი და სხვა მსჯავრდებულების უფლებები. ამ მიზნით მან ამავე დაწესებულების კონტროლიორს სთხოვა მისი წერილების დედისთვის გადაცემაში დახმარება. კონტროლიორმა ცოტნე გამსახურდიას თხოვნის შესახებ N18 დაწესებულების დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გააცნო.

ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა. კერძოდ: 2010 წლის 7 ივნისს კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე, რაზედაც თავდაპირველად კონტროლიორმა უარი განუცხადა, თუმცა მკურნალიძის მუქარის შემდგომ იგი დათანხმდა წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები