პარასკევი, თებერვალი 7, 2025

პროკურატურამ 22 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული სხვადსხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით მკაცრია და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში – როცა სახეზეა ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი – ირაკლი ქადაგიშვილი

"ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ მოსაფიქრებელი დრო" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ახლა ორი არჩევანი აქვს, დატოვოს პარლამენტი თუ გააგრძელოს იქ პოლიტიკური საქმიანობა. "ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ უკვე დრო მოსაფიქრებელი, მაგრამ მათ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც უგულებელყვეს. ახლა გახარიას და მის კურატორს აქვთ არჩევანი - დატოვოს გახარიამაც თუ გამოიყენოს საპარლამენტო ველი ამ პოლიტიკური პარტიისათვის. ეს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ამ უახლოეს პერიოდში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა იწვევს მწვავე დამოკიდებულებას და დაპირისპირებას ოპოზიციის შიგნით. იმიტომ, რომ იმ პარტიებმაც, რომლებმაც არ მოინდომეს პარლამენტში შემოსვლა და რეგლამენტის მიხედვით მათ გაუუქმდათ მანდატები, მათ შიგნითაც ძალიან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება ჰქონდათ. ამის პირველი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა, კონკრეტულად ქალბატონმა თამარ კორძაიამ დატოვა პოლიტიკა. იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვითარება ამჟამად ძალიან მძიმეა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დიმიტრი პესკოვი – უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინება გვჭირდება

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით აშშ-დან ჯერჯერობით არსებითი წინადადებები არ არის. „ამ დროისთვის თემაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. ბევრი განცხადება და ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც მეორე დღეს უარყოფილია ან იცვლება. არ არსებობს, არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს, რომ გამოვეხმაუროთ ყველა ასეთ განცხადებას, სანამ რაიმე არსებითი არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ მოთმინება გვჭირდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას

ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო პასუხისმგებლობას აკისრებს საერთაშორისო დანაშაულებზე. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და ხმას აწვდენს მსხვერპლს მთელ მსოფლიოში. მას უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – წერს ფონ დერ ლაიენი. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე.

გიგი უგულავა ამერიკული „ფარას“ ზუსტადი ანალოგის გადმოტანაზე: არსებობს ორიგინალი და არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება

„ქართული ოცნების“ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი. მისი ვერსია, , რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ხომ არსებობს ორიგინალი და არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი უგულავამა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მმართველი გუნდი ამერიკული „ფარას“ პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგის ქართულ რეალობაში დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის თავისი სახელის დარქმევა, იქნება გამჭვირვალე პროცესი

პარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურა მალე ფუნქციონირებას დაიწყებს, იქნება გამჭვირვალე პროცესი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაერქვას და დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. „მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის თავისი სახელის დარქმევა. სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ განხორციელდა. დღეს არის სუვერენული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, რომ სრულად დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს მოთხოვნა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები