სამშაბათი, იანვარი 27, 2026

პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა.

ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.

კომპანია „დემეს” წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა”და “ბ” ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ Reuters/Ipsos-ის  საზოგადოებრივ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.შედეგების თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 39% ეთანხმება ტრამპის ქმედებებს იმიგრაციასთან დაკავშირებით, რაც იანვრის დასაწყისში 41%-ს შეადგენდა. ამასთან, გამოკითხულთა 53% არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას.გამოკითხულთა დაახლოებით 58% მიიჩნევს, რომ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური „ძალიან შორს“ მიდის თავისი რეპრესიებით, 12% თვლის, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებენ.გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის საქმიანობის მოწონების საერთო რეიტინგი 38%-მდე დაეცა, რაც 12-13 იანვრის პერიოდში 41%-ს შეადგენდა.როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში 1 139 ზრდასრულ ამერიკელს შორის ჩატარდა და ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენს.

გია ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება

საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც ხდება დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, სამართლიანობა არ არის, როდესაც კონკრეტული ადამიანები იმ პრობლემას არ ასახელებენ, რაც „მათი ბრტყელი განცხადებების მიღმა იმალება“.„ევროპისა და ამერიკის სივრცეს გადავხედოთ, დაპირისპირების რა ხარისხია პოლიციის მხრიდან, როცა აგრესიული ხდება გამოსვლა. იმას არ უნდა ველოდოთ, რომ ამა თუ იმ ფორუმზე ხელებს გაშლიან და იტყვიან, საქართველოს ხელისუფლება მართალი ყოფილაო. ჩვენი ვალდებულებაა, მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რა ხდება და იმასაც თვალი მივადევნოთ, მსოფლიოში რა ხდება. იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სტაბილურობის შერყევის მცდელობა შეუქცევადი არ გახდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – იმედი გვაქვს, დავალება, რომელიც უკრაინის ახალ ელჩს აქვს მიღებული, ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ურთიერთობები აღდგეს

ძნელია პროგნოზის გაკეთება, რა ამოცანები განუსაზღვრეს და რა დავალებები მისცეს უკრაინის ახალ ელჩს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, იმედი აქვს, რომ დავალება, რომელიც ახალ ელჩს აქვს მიღებული, ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ურთიერთობები აღდგეს.„ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი, როდესაც ზელენსკი რადიკალების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე გამოჩნდა, ხალხს მთავრობასთან დაპირისპირებაზე მოუწოდა და ელჩი იმიტომ გაიწვია, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. უკრაინულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა დღემდე. ეს მათივე მიზეზითაა შექმნილი. შემდეგ თავად აღიარეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არავინ მისცა და იმიტომ ვერ თქვეს უარი ნატო-ში შესვლაზე. თავად თქვეს ისიც, რომ ომში ჩაგვრთეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება შესაძლებელი იყოო. უამრავი პრობლემა შეუქმნეს ევროპას, კავკასიას, რეგიონს და რაც მთავარია, თავის ხალხს, უკრაინულ ოჯახებს. იმედი გვაქვს, დავალება, რომელიც ახალ ელჩს აქვს მიღებული, ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.მისივე თქმით, ელჩი რისთვისაც გაიწვიეს, საკმაოდ სერიოზული, მტრული ნაბიჯი იყო, ამ მტრულ ნაბიჯს ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოეღოს და ხელისუფლებათა შორის ურთიერთობები ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდეს.„ჩვენ მიერ სხვადასხვა ფორმატში უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა გამორჩეულია და ეს უნდა დაფასდეს. ამის მიუხედავად, დამოკიდებულება დღემდე რადიკალურად უარყოფითია. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არ ვილაპარაკოთ იმ ძალიან ცუდ მემკვიდრეობაზე, რომელიც დღემდე უკრაინასა და საქართველოს ოფიციალურ ურთიერთობებშია შექმნილი, უმძიმესი მდგომარეობაა. ალბათ, უფრო მეტი განცხადება გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, რა ამოცანებით ჩამოდის ახალი ელჩი საქართველოში. რისთვისაც ელჩი გაიწვიეს, საკმაოდ სერიოზული, მტრული ნაბიჯი იყო და ამ მტრულ ნაბიჯს ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოეღოს და ხელისუფლებათა შორის ურთიერთობები ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდეს. ჩვენ ხალხთან ურთიერთობა არასდროს გაგვიწყვეტია და რამდენიც შეგვეძლო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, სერიოზული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ. უკრაინაში არც იციან, რომ აქ ბავშვები სწავლობენ და აქ მათ ბანაკები მოვუწყვეთ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდა. მეგობრები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ წარმოუდგენელი ხდება, ყოველდღიურად, საქართველოს მოძულე განცხადებები კეთდება. რასაკვირველია, ძირითადად, მთავრობას უტევენ, მაგრამ რეალურად, შექმნილია ძალიან ცუდი სურათი. პროპაგანდისტული ველი მძიმეა და ტოქსიკურ მდგომარეობაში არიან საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, პროცესები ისე განვითარდება, რომ ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღვადგენთ.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

ჟან-ნოელ ბარო – არა, ძვირფასო მარკ რუტე, ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე

არა, ძვირფასო მარკ რუტე, ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესახებ.ბაროს თქმით, თავად აშშ ეთანხმება, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.„არა, ძვირფასო მარკ რუტე. ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. შეერთებული შტატებიც კი ეთანხმება ამას. ეს ნატო-ს ევროპული საყრდენია“, – წერს ბარო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას, შეერთებული შტატების გარეშე თავის დაცვა არ შეუძლია. რუტემ აღნიშნა: „თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია, დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება“.

ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ სახელმწიფოებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ – ხათუნა თოთლაძე

ჟენევაში გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო. დელეგაცია ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა."ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ სახელმწიფოებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მათ შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები, გარკვეული კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე აღიარებები, რომელსაც სახელმწიფოები ვერ მალავენ, როდესაც საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივების თუ სხვადასხვა მიმართულებით, რასაც კონკრეტული ეფექტი აქვს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. კითხვა არცერთი არ დარჩა პასუხგაუცემელი, ყველა თემასთან მიმართებით გვქონდა ჩვენ პოზიციები. როგორც წესი, სახელმწიფოები შემდეგ უკვე მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით საიმისოდ, რომ მომავალი ციკლის ფარგლებში კიდევ უფრო უკეთესი ფორმით წარვდგეთ გაეროს წევრი სახელმწიფოების წინაშე და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ამ რეკომენდაციების შემდეგ, უკვე აღების შემთხვევაში გვექნება როგორც შესრულების მდგომარეობა. დაველოდებით ჩვენ ოფიციალურად ამ რეკომენდაციების მიღებას, შემდეგ უკვე განვიხილავთ ქვეყნის შიგნით მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმებით", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

ბოლო სიახლეები