ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა.

„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები. დღეს ერთდროულად ვატარებთ ორივე ტიტულს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. გვაქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას. მულტიფუნქციური ცენტრების განვითარების საბოლოო გეგმაში ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.

ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს – ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.

ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე დანიელი პატრიარქზე: ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა, მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „ქრონიკასთან“.მისი თქმით, პატრიარქის მიერ დატოვებული ეკლესია მტკიცე საფუძველზე დგას.„ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა და აეღორძინებინა. მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას“, - აღნიშნა მეუფემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ბოლო სიახლეები