პარასკევი, მაისი 9, 2025

პრემიერი: 10 წლის წინ ევროპაში წასვლა სააკაშვილის გუნდის პრივილეგირებული კასტისთვის იყო დარეზერვებული, დღეს ეს მოხსნილია, ვინ მოიტანა? ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ

“ეს იყო ურთულესი დრო, ნამდვილად ადამიანები იბრძოდნენ გადარჩენისთვის, თვითგადარჩენისთვის, იმიტომ რომ ასეულობით მაგალითი ვიცით იმის, რომ ვინც დაუპირისპირდა მაშინდელ ხელისუფლებას, ბევრი მათგანი ფიზიკურად იქნა ლიკვიდირებული , განადგურებული. ასეულობით ადამიანია მოკლული, ათასობით ადამიანმა დაკარგა ქონება, სახლები, გაუბედურდნენ და ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა. და ტრაგედია დატრიალდა

თითქმის ვერავინ პოულობდა საქართველოში სამართალს.  მე მახსოვს, ჩემი ოჯახის წევრი სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი და  იმდენად დამთრგუნველი იყო ამ უსამართლობის ყურება.  როცა იცი რომ მართალი ხარ და ვერ ამტკიცებ სიმართლეს. ამაზე საშინელი რამე არ არსებობს.” –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

“პატიმართა წამება იყო არაადამიანური ჯოჯოხეთი. არა ადამიანებისგან მართული სისტემა, ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ნამდვილი მანიაკური სისტემა იყო ჩამოყალიბებული ციხეებში.

ტანჯვის და წამების მეთოდები რაც გამოიყენებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს და მისი მჩაგვრელი, უსამართლო, ანტიქართული, ანტი ეროვნული რეჟიმის მიერ, ეს იყო ნამდვილად ბოლშევიკური და ფაშისტური წამების მეთოდები. ეს ჩვენ ძალიან კარად ვიცით.

ეს ადამიანები არასდროს იყვნენ ხალხის სამსახურში. არ  მინდა სპეკულაციები, მაგრამ, ვიცი მათი ბნელი საქმეები და ვიცი მათი ბევრი რამ , მათ შესახებ, ეს იყო რეალურად, სხვა სახელმწიფოების და სხვების ინტერესების მომსახურე ხელისუფლება, მათ არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ხალხის დასაცავად.

დღესაც ამბობენ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც წარმოუდგენელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ქართველ ხალხთან ერთად, ისინი მზად არიან გახსნან მეორე ფრონტი. დაიწყონ ომი.

მათი მოსვლა, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ  ტერიტორიებს და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების იდეას.

მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მალე მოხდება და ჩვენ აბსოლუტურად სხვა ქვეყანა გავხდებით. ამ უზენაესი იდეისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ. ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. უნდა დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენგან იქნება უკომპრომისო ბრძოლა ნებისმიერ მტრულ განზრახვასთან. ჩვენ ათმაგად ვუპასუხებთ

მე კარგად მახსოვს, უზარმაზარი რიგები იდგა საკონსულოების წინ და ჩვეულებრივი ხალხი. ასე ვთქვათ, მოკვდავები ვერ მივდიოდით ევროპაში და ვერ ვმოგზაურობდით, იმიტომ რომ ვიზებს არ გასცემდნენ ან გასცემდნენ ძალიან რთულად.

მაშინ ევროპაში წასვლა იყო მხოლოდ პრივილეგირებულთა ანუ ე.წ. ელიტის, სააკაშვილის ბანდის, ასე ვთქვათ ელიტის, მხოლოდ. სააკაშვილის გუნდის, პრივილეგირებული კასტისთვის დარეზერვებული.

დღეს ეს მოხსნილია, შეიძლება ეს ადამიანებს აღარ ახსოვთ. 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, წასულიყო ყოველგვარი ვიზის გარეშე. ეს ვინ მოიტანა?  ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები