პრემიერი: წარმოუდგენელი ემოციებია, მართლაც სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა – ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა

Read Time:25 Second

არც ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლაც სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

„ყველას მადლობაზე მეტი ეკუთვნის. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე. ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივეზე როცა ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლა საოცრება. მადლობა ყველას. პორტუგალიამ ბოლომდე იბრძოლა, ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო დასაფასებელია. ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მოგებისთვის გავლენ. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: კვარაცხელიას სადებიუტო გოლი ევროპის ჩემპიონატზე და ემოციები
Next post BBC: საქართველომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა, პლეი-ოფში გადასვლა შეძლო და ისტორიაში შევიდა