სამშაბათი, აპრილი 1, 2025

პრემიერი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და მუსლიმ თემთან ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატომ უნდა მოათავსოთ კბილის პასტა საყინულეში

ვინ იფიქრებდა, რომ კბილის პასტა, რომელიც ასე ნაცნობია, შეიძლება გახდეს ნამდვილი ხსნა ყოველდღიურ ცხოვრებაში? აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტს შეუძლია მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრა, მათ შორის სამზარეულოში დასუფთავების დროსაა განსაკუთრებით ეფექტური. ამისთვის მხოლოდ კბილის პასტა და ყინულის კუბიკები გჭირდებათ.როგორ გარდაიქმნება გაყინული კბილის პასტა სასწაულებრივ გამწმენდ ტაბლეტებად?მოათავსეთ კბილის პასტა ყინულის კუბიკების გასაკეთებელ მოწყობილობაში და მოათავსეთ საყინულეში. რამდენიმე საათის შემდეგ, პასტა გადაიქცევა მყარ კუბებად, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა ამოცანებისთვის. საკმარისია საყინულეში 4-5 საათით დატოვება და გამოსაყენებლად მზადაა.მას შემდეგ, რაც პასტა გაიყინება, ეს კუბურები გახდება თქვენი სამზარეულოს  სრულყოფილი დასუფთავების საშუალება. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა საჭრელი დაფების გასაწმენდად, რომლებიც ხშირად ხდება მრავალი ბაქტერიის „შეგროვების ადგილი“. კუბიკის ფორმიდან ამოსაღებად, უბრალოდ მსუბუქად დააწექით ან დაასხით ცხელი წყალი და პასტა ადვილად ამოვა.როგორ მოვაშოროთ სუნი და მიკრობები სამზარეულოდან?მძაფრსუნიანი საკვები, როგორიცაა თევზი ან ხახვი, კვალს ტოვებს საჭრელ დაფაზე. უბრალოდ, წაუსვით დაფის ზედაპირზე გაყინული პასტის კუბი და მას შემდეგ, რაც ცხელი წყლით ჩამორეცხავთ, სუნი გაქრება და მიკრობები განადგურდება. გაყინული კბილის პასტის მრავალფეროვნება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამზარეულოთი - მაგალითად, დაგეხმარებათ, გაათეთროთ თქვენი სპორტული ფეხსაცმელი ან მისი ძირები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაყვითლდეს. უბრალოდ შეაზილეთ მათ პასტის კუბი და ჩამორეცხეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.მოხერხებულობისთვის, ყოველთვის შეგიძლიათ შეინახოთ კბილის პასტა საყინულეში ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ყოველდღიური საჭიროებისთვის. ეს „სასწაული ტაბლეტები“ ასევე შესანიშნავად ასუფთავებს სანტექნიკას და შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა მოგიწევთ არეულობის სწრაფად და ეფექტურად მოგვარება, უბრალოდ გახსენით საყინულე და გექნებათ შესანიშნავი საწმენდი ხსნარი.კბილის პასტა საყინულეში არის მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ოფიციალურად – გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგის“ მოთამაშეა, – ვალენსიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.„„ლევანტემ“ და პორტუგალიურმა „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე „ლევანტეში“ იჯარით დარჩება.შაბათ-კვირას დაჩქარებული მოლაპარაკებების შემდეგ, „ლევანტემ“ დღეს ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტს ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე კვლავ ვალენსიურ კლუბში ითამაშებს.ქოჩორაშვილმა კონტრაქტი „სპორტინგთან“ გააფორმა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან პორტუგალიაში“, – აღნიშნულია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში.გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში „ატლეტიკის“ წინააღმდეგ.მომდევნო სეზონებში ქოჩორაშვილი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და პარალელურად „ატლეტიკო ლევანტეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2022/2023 წლების სეზონში ის იჯარით „კასტელიონში“ გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კლუბთან კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა.

მარკო რუბიო 2-4 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2-4 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.„რუბიო დაესწრება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც განიხილავენ ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდას და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. სახელმწიფო მდივანი ასევე განიხილავს ჩინეთის საერთო საფრთხეს ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის ალიანსებისთვის“, – ამბობს ბრიუსი.როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხება ზაფხულში ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს.

ნახეთ,ყველა ის ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება!

საქართველოში ახალი ცვლილებები ამოქმედდა.დღეიდან საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.დღეიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება.1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.დღეიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც. უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.დღეიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდებასაჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.აპრილიდან საქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებითსაქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს. კერძოდ, 9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France. პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. 12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული Edelweiss-ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისიდან ციურიხის მიმართულებით შეასრულებს. ამ ეტაპისთვის, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. 1-ლი აპრილიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს easyJet UK ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; ასევე 1-ლი აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით დაიწყებს ფრენებს easyJet Europe Airline GmbH მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე. ამასთან, 29 აპრილიდან აღდგენა ფრენები ქუთაისი-მადრიდის მიმართულებითაც. კერძოდ, Wizz Air ქუთაისი-მადრიდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. ცნობისთვის, ამ მიმართულებაზე რეისები „ვიზეარმა“ 2024 წლის მარტიდან გააუქმა.

დაგროვებითი პენსია 20 ათასმა პირმა გაიტანა – ჯამურად 70 მილიონი: ნახეთ, დეტალები

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, სააგენტოს ამჟამად, დანაზოგის სახით 6 მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები აქვს.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გასულ წელს, სააგენტოში 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შევიდა.„2024 წელი ძალიან წარმატებული იყო. 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შემოვიდა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ დანაზოგის სახით ექვს მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები გვაქვს. მათ შორის, ამონაგები არის მილიარდ ნახევარზე მეტი. უკვე ისარგებლა დაახლოებით, 20 ათასმა პენსიონერმა, რომელმაც პენსიის სახით დაინიშნა და გაიტანა. დაახლოებით, ეს თანხა ჯამურად, 70 მილიონ ლარს შეადგენს.ასევე, ჩვენ საზოგადოებას გავაცანით ის ცვლილებები, რომლებიც 2025 წლის პირველი მაისიდან შედის ძალაში. მოგეხსენებათ, კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ხელფასის გაცემის დროს, საპენსიო დეკლარაცია მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციიდან წამოვა.შესაბამისად, აქ დამსაქმებელი ვალდებული იქნება, რომ საპენსიო სააგენტოს თავის კუთვნილ ანგარიშზე ჰქონდეს ბალანსის სახით, რომ ეს დეკლარაცია დაიხუროს. დანარჩენი სისტემა იქნება ავტომატური და სისტემა მათ დეკლარაციებს დახურავს. თუ დეკლარაციის დახურვა ვერ მოხდება, ესეც ავტომატურ რეჟიმში გადავა და ჯარიმისა და საურავის დარიცხვის საფუძველი იქნება. კერძო სექტორთან და ბიზნესასოციაციებთან გვქონდა კომუნიკაცია.ასევე, პირველ მაისამდე არსებულ სისტემებზე ჩვენ გამარტივების მიზნით შევქმენით წლიური დეკლარაცია, რომ ერთი დეკლარაციის საშუალებით წინა წლების კორექტირება, დამატება ან ახალი დეკლარაციის შექმნა მოხდეს მხოლოდ, ერთი მარტივი დეკლარაციით. კანონში განხორციელებული ცვლილებით, 2024 წლის პირველი ივნისიდან საპენსიო სააგენტო გახდა ერთ-ერთი მაკონტროლებელი ორგანო და ჩვენ მონიტორინგის დეპარტამენტი შევქმენით. ძველ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებზე ჩვენ მონიტორინგი უკვე დავიწყეთ. კომპანიებს უკვე ვამოწმებთ. ძალიან ბევრი კომპანია დადებითად გამოეხმაურა ამ ფაქტს და ძველ დეკლარაციებს ასწორებენ. ასევე, ჩვენ შევქმენით შედარების ფუნქციონალი. ჩვენთან არსებული ხელფასების განაცემი დარდება შემოსავლების სამსახურში არსებულ განაცემის ხელფასს და შესაბამისად, მარტივად შეუძლიათ კორექტირება. ასევე, პროცესია გაწერილი ამ მონიტორინგთან დაკავშირებით და ერთთვიანი ვადა აქვთ, როდესაც შეუძლიათ განიხილონ ან კომენტარები მოგვწერონ არსებულ ოქმთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის შემდეგ ხდება დაჯარიმება. საურავი ამოქმედდება პირველი მაისიდან. მაგრამ ახლა არსებობს ჯარიმა და თუ ჯარიმა და ის ვალდებულება, რაც მონაწილის მიმართ არის, არ გამოასწორა, გადავა მერე აღსრულების ეროვნულ სააგენტოსთან და ის იქნება პასუხისმგებელი.დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს პროცესი ახალი დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა, რომ კერძო სექტორის დამსაქმებლები შევაშინოთ. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ მონაწილის ინტერესი იყოს დაცული და ის მთავარი ვალდებულება, რაც აქვთ, შეასრულონ. წელს უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში გადავალთ.ერთი მხრივ, 2025 წლის ცვლილება პირველი მაისიდან, ხელს შეუწყობს რომ უკვე ნაკლები შეცდომა განახორციელონ და კომპანიებმა თავი ნაკლებად აარიდონ. სრულად ავტომატიზებული სისტემა იქნება დეკლარაციის დახურვიდან, თუნდაც არ გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან და საურავის დაკისრებიდან“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ბოლო სიახლეები