კვირა, ოქტომბერი 19, 2025

პრემიერი სურსათზე: ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით

ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

„ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში

საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობასკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილაუეას ვულკანი, პერიოდულად, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა.

ბოლო სიახლეები