საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“ – წერს გახარია Facebook-ზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
