“ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამსრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური.
მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – აცხადებს გიორგი კვრიკაშვილი.
გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში დაამთავრეს 1.3 ტრილიონიანი ბიუჯეტის კანონპროექტი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამხედრო და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.
კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი.
2,232-გვერდიანი დოკუმენტი ძალაში 2018 წლის 30 სექტემრამდე იქნება. ბიუჯეტის ამ კანონპროექტში ამერიკელი “მეოცნებეეები” გათვალისწინებული არაა, ხოლო იარაღის კონტროლზე მხოლოდ დამატებით ნაბიჯებია გათვალისწინებული.