ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ამასთან, დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადეების ღია სივრცეში ტარება.
მისივე თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში.
„დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება. მხოლოდ ტრანსპორტისა და დახურული სივრცეებისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.