პრემიერი ღარიბაშვილის უფროსი ვაჟი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ნიკოლოზის წარმატების შესახებ, ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მილოცვებს იღებს.
დოკუმენტის მიხედვით, პრემიერის ვაჟი აშშ-ში, პენსილვანიის Wharton School-ში ისწავლის. (Wharton School მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი ბიზნეს-სკოლაა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში შედის). 18 წლის ნიკოლოზი წყვილის პირველი შვილია. პრემიერ – მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს.